ზაფხული ნობელიანტებთან ერთად

გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”… More