ისტორია ბარნსისგან

გაინტერესებთ ისტორია? და იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ ის, რასაც თქვენ (მეც) თქვენთვის საინტერესო სფეროს უწოდებთ, შეიძლება მთლიანად გამონაგონი იყოს? ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ იყო მემატიანე… იქნებ შეგნებულად მოგვატყუა, ან იძულებული გახდა, რომ ასე მოქცეულიყო? ტყუილ-მართალს ვეღარასდროს გავარჩევთ (წარსულში ხომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, “უტყუარი” საბუთები არ მოიპოვებოდა), ამიტომ არაფერს დავაშავებთ, თუ ჯულიან ბარნსის ისტორიასაც გავეცნობით – იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? ან ტყუილი? რაც მთავარია, მისტერ ჯულიანის ისტორია სკოლის სახელმძღვანელოების ისტორიაზე უფრო დიდი გამონაგონი არ იქნება… გამორიცხული არ არის, რომ ნოეს კიდობნის შესახებ სიმართლეს უბილეთო მგზავრი მოგვითხრობს და არა წიგნები. არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამავე ამბიდან “გამოსული” ისტორიები (ყველანი ხომ ნოეს შთამომავლები ვართ) ტერორისტების მიერ დაპყრობილ გემზე, საუკუნეების წინ მოწყობილ “საღვთო” სასამართლოზე, ჩერნობილის ავარიის “შორეულ” შედეგზე, დაღუპულ ხომალდსა და მის “ასლზე”, არარატის მთის ორგზის “დაპყრობაზე”, ტიტანიკის, ვეშაპისა და ნაცისტების მსხვერპლზე, “უცნაურ” გადაღაბებზე, სიყვარულსა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე სინამდვილეს შეესაბამება… ან არა. რა მნიშვნელობა აქვს – ისტორია ხომ მაინც გამონაგონია… More