გიყვართ ცურვა? თუ დიახ, მაშინ ალბათ უმეტესად აუზში ან შავ ზღვაში ატარებთ დროს და არასდროს გიფიქრიათ, რომ შესაძლოა საფრთხე გემუქრებოდეთ (გარდა დახრჩობისა). არადა არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს – ამერიკული საკურორტო ქალაქის სტუმრებსა და მოქალაქეებსაც არ ეგონათ, რომ მათ სანაპიროს მკვლელი ზვიგენი “ეწვეოდა”… More
ამბავი მკვლელი ზვიგენისა
10 მარ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ირაკლი ლომოური, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ ბენჩლი, სტივენ სპილბერგი, ყბები
ტანმოხატული კაცი
12 მაისი 2015 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:არჩილ კიკვაძე, ირაკლი ლომოური, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რეი ბრედბერი, ტანმოხატული კაცი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
რეი ბრედბერის მოთხრობები რომ ბევრ რომანს სჯობს, “მარსის ქრონიკების” გულშემატკივრებს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. არც “ტანმოხატული კაცია” გამონაკლისი და თუ რატომ მგონია ასე, ახლავე გიამბობთ.
ტანმოხატული კაცი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც მოთხრობებს აკავშირებს (თუ არ ჩავთვლით კაცს, რომელიც მას ხვდება და ნახატებს “კითხულობს”). სწორედ მის სხეულზე დატანილი სვირინგები ცოცხლდებიან ჩვენს თვალწინ… თითოეული მოთხრობა განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს მსგავსიც – მათ “ბრედბერისეული” მელანქოლია აერთიანებთ. ეს არის ის მთავარი ემოცია, რომელიც აუცილებლად შეგიპყრობთ, თუ შეხვდებით ოჯახს, რომლის წევრებიც შორეულ მომავალში ცხოვრობენ და მიზანი არ დარჩენიათ – მათ მაგივრად ხომ ყველაფერს კომპიუტერები აკეთებენ (ამ “საწყისი” მოთხრობის დასასრული ალბათ არასდროს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოთხრობებიც არანაკლებ შთამბეჭდავია); კოსმოსში “გაჭრილ” ადამიანებს, რომლებიც დედამიწაზე ვეღარ ძლებენ და არც კოსმოსში დაედგომებათ, რადგან საკუთარი თავი, ცხოვრება და რწმენა დაკარგეს… ალბათ ამიტომაც ხვდებიან სამყაროს დასასრულს ასე მშვიდად – მერე რა, თუ ამის შესახებ წინასწარ გაიგეს (მაგიტრალზე მომავალი მანქანის მგზავრებისგან, ან სულაც საკუთარი სიზმრებიდან)… სამყარო, სადაც ტექნიკა ადამიანებივით გაბოროტდა, ალბათ არც არის გადასარჩენი… ყოველ შემთხვევაში, ტანმოხატული კაცის სხეული ასეთ განცდას ტოვებს – უიმედობის განცდას… სევდას, რომელიც დიდხანს გამყვება… More
ბოლო კომენტარები