კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში! თუმცა სიტყვა “კეთილი” აქ რა მოსატანია… ქალაქში ხომ უბედურება ტრიალებს – გაურკვეველი ადამიანი თუ ძალა მოსახლეობას – ძირითადად ბავშვებს – ხოცავს! ეს ერთი შეხედვით მშვიდი დასახლება შიშს მოუცავს და გამოსავალიც არ ჩანს. პოლიცია მხოლოდ ვერსიებზე მსჯელობს და კომენდანტის საათს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. ნამდვილი დამნაშავე უცნობია და მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება… მეტი
ის
21 მაისი 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ირაკლი სულაძე, ის, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, სტივენ კინგი
ქთულჰუს ძახილი
19 ოქტ 2015 6 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ალექსი სიუკაევი, გიორგი ვაჩნაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი სულაძე, ლავკრაფტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქეთი ნიკოლეიშვილი, ქთულჰუს ძახილი, წიგნები ბათუმში
გიყვართ საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები? მე ძალიან. წლების წინ თითქმის არცერთს ვტოვებდი. დროის შემცირებასა და წასაკითხი წიგნების (სანახავი ფილმების) რაოდენობის ზრდასთან ერთად ე.წ. “ჰორორებს” ცოტა დავშორდი, თუმცა ედგარ პო დღემდე ჩემი ფავორიტია და სტივენ კინგის წიგნებსაც აქტიურად ვკითხულობ. ფილმებში ახალს იშვიათად ვპოულობ (რა ვქნა, სამარა მორგანი დღემდე მახსოვს და ვერც ნიკოლ კიდმანის ტანჯვას ვივიწყებ)… და რატომ არ ვიცნობდი აქამდე ჰოვარდ ლავკრაფტს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს (მისი ორი წიგნი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ ჩავინიშნე). ალბათ მისი დრო მხოლოდ ახალ მოვიდა… მეტი
კოსმოსური ოდისეა 2001
31 ივლ 2015 8 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:არტურ კლარკი, ირაკლი სულაძე, კინო, კოსმოსური ოდისეა 2001, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნოდარ კუპრავა, სტენლი კუბრიკი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ლიტერატურის მოყვარულებს ეკრანიზაციების გაკრიტიკება გვიყვარს. სულ იმას ვამბობთ, რომ ფილმი წიგნთან ახლოსაც ვერ მივა და რომ თითქმის ყოველთვის უბრალოდ “აფუჭებს” მას. ვერ გეტყვით, რომ ამ მოსაზრებებს სრულიად არ ვეთანხმები, თუმცა ბევრი ნამდვილად კარგი (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ეკრანიზაციაც მინახავს… ფილმის “გაწიგნება” კი აქამდე არ მენახა…
1968 წელს სტენლი კუბრიკმა და არტურ კლარკმა ერთად დაიწყეს მუშაობა სცენარზე ფილმისთვის “კოსმოსური ოდისეა 2001”. ამ ორი დიდებული ადამიანის ტანდემი, რა თქმა უნდა, გენიალური გამოვიდა და ფილმმა, რომელიც იმ დროისთვის მართლაც შესაშური ეფექტებით გამოირჩეოდა, დიდი წარმატება მოუტანა მწერალსა და რეჟისორს… იმდენად დიდი, რომ არტურ კლარკმა პატარა მოთხრობების საფუძველზე შექმნილი სცენარი რომანად გადააკეთა და შემდეგ გაგრძელებებიც კი დაწერა… მეტი
ბოლო კომენტარები