რომენ გარის სამყარო

12314003_987480321294012_2837118101949381648_nრომენ გარის შემოქმედებასა და მის ბიოგრაფიას თუ იცნობთ, ალბათ პირველ რიგში ის გაგახსენდებათ, რომ ის “ნამდვილი” ფრანგი მწერალი გახლდათ და ამავე დროს ჯინ სებერგის ქმარიც… თუმცა ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში როგორ შეიქმნა მისი სამყარო – მხოლოდ მათ, ვისაც “დაპირება განთიადისას” წაუკითხავს. მხოლოდ ამ ძალიან კარგ წიგნს შეუძლია იმ პროცესის ჩვენება, რომელმაც რომან კაცევი – არაფრით გამორჩეული ბიჭი პოლონეთიდან – აქცია რომენ გარიდ – მსოფლიოში ცნობილ ფრანგ მწერლად… და კიდევ მისი ფსიქიკისთვის ფარდის ახდა… მისი ცხოვრება ხომ მთლიანად დედამ შექმნა – ერთადერთ შვილზე ფანატიკურად შეყვარებულმა (რამდენად არის მისი მოქმედებები მართებული, თავად განსაჯეთ) ქალმა, რომელმაც თავისი თავგანწირვითა და შესაბამისი “ჯილდოს” მოთხოვნით ვაჟს პირობა დაადებინა და მხოლოდ ამ პირობის შესრულების მოლოდინში გაატარა მძიმე წლები. რომანმა მადამ ნინას (რომელსაც რეალურ ცხოვრებაში მინა ერქვა) საკუთარი ცხოვრების განთიადისას შეჰფიცა, რომ დაამარცხებდა “ბოროტ ღმერთებს” – სისულელეს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, სიძულვილსა და სხვა განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და აუცილებლად გახდებოდა დიდი ადამიანი – ნებისმიერი გზით, მაგრამ მაინც გახდებოდა… თუმცა მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რაც არ უნდა დიდი გამხდარიყო სხვების თვალში, ბოლომდე მაინც ბავშვად დარჩებოდა – ყველა ქალში (თუნდაც ასაკით შვილის ტოლში) დედას დაუწყებდა და ძებნას და ვერასდროს იპოვიდა ისეთ სიყვარულს, როგორსაც მას დედა ჩუქნიდა… More