“ისეთ წიგნებზე ვგიჟდები, კითხვას რომ გაათავებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ, როცა მოგინდება.ეს კი იშვიათად ხდება.” (ჯერომ სელინჯერი – “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…”)
…და ეს მოხდა! ირმა ტაველიძის ტექსტების კრებული ზუსტად ისეთი წიგნია, ავტორთან დიალოგის ილუზიას რომ გიქმნის… ასე გგონია, მასთან ერთად ბუხრის წინ ზიხარ და ისმენ მის ისტორიებს ბებიის, სკოლის, 90-იანების, “საბჭოური” ბავშვობის, თარგმანის, ჯეინ ოსტინის, დიკენსისა და მაინ რიდის შესახებ… ისმენ და თან ისე განიცდი, როგორ საკუთარ ამბავს… საკუთარი არაა, აბა რა არის… ეს ხომ თითოეული ჩვენგანის ან ჩვენი მშობლების წარსულია… ჩვენც ხომ ზუსტად ასე ვცდილობდით ბნელი წლების გაფერადებას პატარ-პატარა “სინათლეებით” – ქვრივი ბებიის მოყოლილი ძველი ამბებით, დადგმული წარმოდგენებით, ახალი ნაძვის ხეებით, უთავო მხედრის, დევიდ კოპერფილდისა და ემას თავგადასავლებით… ჩვენც ზუსტად ამ ქვეყანაში ვიცხოვრეთ, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ… ირმას ქვეყანაში… მეტი
ბოლო კომენტარები