17 ივლ 2015
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:აიას გზა, იროელთა ქრონიკები, კაისა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ფენტეზი, წიგნები ბათუმში
ლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…
იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა… მეტი
21 ივლ 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ფენტეზი
ლილე იროელის ცნობილ თავგადასავლებამდე ნატო დავითაშვილის სამყაროში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ეს სამყარო ნისლმა დაფარა და ავსულებმა ისე დააბეჩავეს ნისლებში დარჩენილი ხალხი, რომ მტრებსაც კი დაავიწყეს…
თუმცა ყოვლისმომცველ ნისლს მიღმა ერთი სოფელი მაინც დარჩა – გურო. ამ სოფელს ცროლის მთა იცავდა. ვინ იცის, იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქ უნდა დაბადებულიყო მხსნელი, გმირი სახელად ერეკლე იროელი!
ერეკლეს გარდა გუროში ნიშნიანი კვიცი დაიბადა, კიდევ ყველაზე ერთგული და მამაცი გოგო გვანცა, უღალატო გამახელა და იმედიანი გუროელები… ავსულებს ნისლებშიც “გამოეპარათ” მებრძოლი ადამიანები და სხვა არსებები: მოხუცი მუსიკოსი ანანია, გონიერი მახარე, კეთილი გველეშაპი, მაქციები, მორგვები, მწევრები, ვეძის სამკურნალო წყლის პატრონი… მეტი
29 მაისი 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
30 იან 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლილე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლურჯი სუფრის მოცეკვავე, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, პატარა დინოზავრი დინდინელა, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი, ქარჩხაძის გამომცემლობა

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…
…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა! მეტი
03 ივლ 2013
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მითოლოგია, ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, ფენტეზი

ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂
…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება… მეტი
31 მაისი 2013
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ამბავი ლილე იროელისა, იროელთა ქრონიკები, ლიტერატურა, მითოლოგია, ნატო დავითაშვილი, ფენტეზი

“როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!” – ასე წარმოგვიდგენს ქარჩხაძის გამომცემლობა “იროელთა ქრონიკების” პირველ წიგნს. რატომღაც მათ ეს წიგნი უკვე გამოსულ გაგრძელებებთან ერთად საბავშვო წიგნების კატეგორიაში განათავსეს, არადა ფენტეზის მოყვარული დიდებიც სიამოვნებით ვეცნობით. ქართული მითოლოგია პატარებზე ნაკლებად არც ჩვენ გვაინტერესებს, მით უფრო, რომ ამ სფეროს ცოტა თუ იცნობს (პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას მშობლიურზე უკეთ ვიცნობ).
ბავშების მსგავსად ჩვენც დიდი სიამოვნებით მივუყვებით უძველესი საქართველოს გზებს (სხვათაშორის, გზამკვლევი წიგნის ყდაზეა მოცემული). მერე რა მასპინძლები გვყავს – როშკაშში დევთ დედას “შვილი” კეთილი დევები გვხვდებიან და ბურდას ოჯახში გვეპატიჟებიან, მიწის ქვეშ, კაცმაცუნების სამყოფელში მხიარული კედელთმწერი აბო თავისი მოხუცი მშობლების სახლისკენ გვეწევა, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები და მათი კეთილი დედოფალი თეკლა საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად გვიწვევენ, ფასისში მმართველი ბაკურის ასულებს – თუთასა და კაისას ვეცნობით, ცეცხლოვან მიწაზე მჭედელ პირქუშთან ერთად ხალიბური ფოლადის იარაღს ვაწრთობთ, ტაბაკონის მთაზე როკაპის შავბნელ საქმეებში ვიღებთ მონაწილეობას, სანე-ღელეში ღვთისშვილების საიდუმლოს ვიგებთ, სამშვილდეში ქაჯებს ვებრძვით ბერი ბაადურის, კოპალასა და იახსარის მხარდამხარ… ბოლოს ბნელთმეუფის საუფლოშიც კი ამოვყოფთ თავს – აბა, ლილეს და რუფიას მარტო ხომ არ გავუშვებთ სამსალას დასამარცხებლად… მეტი
ბოლო კომენტარები