შირინ ებადი ირანელი სამართალდამცველი და მწერალია (ნობელის პრემიის ლაურეატიც), ფარი – მისი უახლოესი მეგობარი. ფარის სამი ძმა ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს ერთმა ძმამ შაჰის სურათი დაკიდა კედელზე, მეორემ – კომუნისტი ლიდერების, მესამემ – აიათოლა ხომეინის. ამ სამმა დღემ ფარის სანიმუშო ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა. სამმა ძმამ სამი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ერთი ბედი ხვდათ წილად – ისინი ოქროს გალიაში გამოიკეტნენ, მოჩვენებით ბედნიერებას შეეფარნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ… მეტი
ოქროს გალია: სამი ძმა, სამი არჩევანი, ერთი ბედი
11 ივლ 2014 5 Comments
in ირანული, ლიტერატურა ტეგები:აიათოლა ხომეინი, დიქტატურა, ინტელექტი, ირანი, ისლამი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს გალია, რელიგიური ექსტრემიზმი, სალომე ბენიძე, ფუნდამენტალიზმი, შირინ ებადი
მდუმარე აღმოსავლეთი
24 თებ 2013 10 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:აღმოსავლეთი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დასავლეთი, თურქეთი, ისლამი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მდუმარე სახლი, ორჰან ფამუქი
სავარძელში ვზივარ… გვერდით ჩაის ჭიქა და ორჰან ფამუქის მორიგი წიგნი მიდევს… თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება – ყოველდღიურად ვკითხულობ თუნდაც რამდენიმე ფურცელს და დროებით მწერლის სამყაროში გადავდივარ, მაგრამ ეს შემთხვევა გამორჩეულია – მდუმარე აღმოსავლეთში წიგნიდან წიგნამდე არ ვცხოვრობთ – მდუმარე აღმოსავლეთი საუკუნეები გრძელდება… მდუმარე სახლი მხოლოდ დანგრევის პირას მისული ძველი შენობა არ არის და არც მხოლოდ თურქეთია – ის მთელი აღმოსავლეთია, რომელიც უსარგებლო, ყალბ მდუმარებაში, სიმშვიდეშია ჩაძირული და ვერაფრით დგამს ნაბიჯს დასავლეთისკენ… მეტი
ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 1)
16 თებ 2012 12 Comments
in აზერბაიჯანული, ებრაული, თურქული, ინდური, ლიტერატურა, ნორვეგიული ტეგები:ბოსფორის ტკბილი მარილი, ელჩინ საფარლი, თაგორი, თოვლი, თოჯინების სახლი, თურქეთი, იბსენი, ისლამი, კერეტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ყარსი
ორჰან ფამუქის “თოვლი” – თოვლი… ყარსი… პოეტი კა… (ორიგინალში: Kar-Kars-Ka) ეს არის ფამუქის მორიგი (და ჩემი აზრით, ყველაზე მძიმე და “ცივი”) ნაწარმოები აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, უფრო სწორად, ისლამზე, ქალიშვილებზე, რომლებსაც თმის გამოჩენას თვითმკვლელობა ურჩევნიათ, ათათურქის მომხრე რესპუბლიკელებსა და შარიათის მომხრე ისლამისტებზე, რომლებიც ერთმანეთზე უფრო სასტიკები არიან… და მარტოსულ ემიგრანტ პოეტზე, რომელიც სამდღიანი თოვლის გამო ხვდება ამ “გაუგებრობაში”, წერს ლექსებს, ებმება სიყვარულის მახეში და ხვდება რომ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ფიფქი, რომელიც ქმნის მას, მის შინაგან ცხოვრებას. ერთხელ მაინც, თუნდაც სიზმარში, ყველა ხედავს, თუ როგორ თოვს და ამ თოვლის მდუმარება აახლოვებს მას ღმერთთან, რომლის წინაშე არ იქნება საჭირო ფეხსაცმლის გახდა ან თმის დაფარვა, ღმერთთან, რომელიც “გაიგებს მის მარტოობას”…
ელჩინ საფარლის “ბოსფორის ტკბილი მარილი” – ამ აზერბაიჯანელ მწერალს ფამუქის ახალგაზრდა ანალოგს უწოდებენ, კონკრეტულად ამ ნაწარმოებმა კი თავად ორჰან ბეის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ასეთი ინფორმაცია უყურადღებოდ ვერ დავტოვე და კიდევ ერთხელ გავუდექი სტამბულის გზას. შედეგად უამრავი ადამიანი გავიცანი: თურქები, აზერბაიჯანელები, რუსები, ერთი ქართველიც კი. ისინი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებიც “სულების ქალაქში იკვეთებიან”. საბოლოოდ ჟურნალისტი ელჩინ საფარლი ორჰან ფამუქზე მეტად ანა გავალდას მივამსგავსე (თუ სტამბულს არ ჩავთვლით) : ) სასიამოვნოდ წასაკითხი მარტივი ისტორიებით “გამიმასპინძლდა” და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ისტორიებს ფახლავა და თურქული ყავაც მოაყოლა : ))
ეტგარ კერეტის მოთხრობები – ებრაელებზე ბევრი რამ წამიკითხავს, მაგრამ აქამდე ებრაელ მწერალს არ ვიცნობდი. და აი ეტგარსაც გადავეყარე. როგორ გგონიათ, რაზე შეიძლება წერდეს ებრაელი? ალბათ ჰოლოკოსტზე, დაჩაგრულ ებრაელებზე. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. კერეტი თავის მოთხრობებში გვაცნობს თითქოს არაფრისგან გამდიდრებულ შრიკის და ბლუზზე მეოცნებე ადვოკატს, გვიყვება მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გაცნობის უცნაურ “კრეატიულ” ისტორიას და სამი “გარეკილი” ძმაკაცის ამბავს, რომლებსაც მორიგეობით აწუხებთ “ბზიკი” – მეოთხე ძმაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა… ამ ყველაფერს მწერალი რამდენიმე აბზაცში ახერხებს და იუმორის “მარილსაც” უმატებს : )
რაბინდრანათ თაგორის მოთხრობები – ჩემი და რაბინდრანათ თაგორის ნაცნობობა ორი მიზეზით შედგა. ინდური კულტურა ყოველთვის მაინტერესებდა. თან თაგორი ერთადერთი ინდოელი ნობელიანტი მწერალია. ეს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო (მართალია, ყველა გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე სხვა დროს) მან მიიღო „ღრმად შეგრძნობილი, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის, რომლებშიც განუმეორებელი ოსტატობით გამოვლინდა მისი პოეტური აზროვნება”, მაგრამ, როგორც აღმოვაჩინე, არც პროზაში ყოფილა ნაკლები. მასთან ერთად სიამოვნებით ვიმოგზაურე ინდოეთის გარშემო და უფრო ახლოს გავიცანი სხვადასხვა კასტის წარმომადგენელი ინდოელები თავიანთი ტრადიციებით.
ჰენრიკ იბსენის “თოჯინების სახლი” – დიდი ხანია პიესა არ წამიკითხავს, ალბათ ჩეხოვის მერე. ამჯერად “ვისარგებლე” სასესიო პერიოდით გამოწვეული ლიტერატურული პაუზით და რამდენიმე თავისუფალი საათი ამ ჟანრს მივუძღვენი. თან ნორვეგიაში ჰამსუნის შემდეგ აღარ მიმოგზაურია. როგორც გავიგე, “თოჯინების სახლის” სიუჟეტად იბსენს ნამდვილი ამბავი გამოუყენებია. ნორას მსგავსი ამბავი გადახდა მის მეგობარს, მწერალ ლაურა კილერს. მაშინდელ ნორვეგიაში დრამატურგიაში გადატანილი ეს ისტორია ფემინიზმის მანიფესტადაც კი შეურაცხავთ. დღეს ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ XIX საუკუნეში ალბათ დიდი სითამამედ აღიქმებოდა მთავარი გმირის მიერ ქმრის მისამართით ნათქვამი სიტყვები : “მე აქ შენი თოჯინა-ცოლი ვიყავი, როგორც სახლში ვიყავი მამის თოჯინა-ქალიშვილი. მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მე ადამიანი ვარ, ისევე როგორც შენ, ან ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადო, რომ გავხდე ადამიანი. მე აღარ შემიძლია იმით დაკმაყოფილება, რასაც ამბობს უმარევლესობა, ან რაზეც წერია წიგნებში. მე თვითონ უნდა ვიფიქრო ყველაფერზე და ვცადო გარკვევა…”
ბოლო კომენტარები