თუ ზამთრის ღამით მოგზაური

“-იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი-ეს სწორედ ისა,ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს-სასწაულია და მეტსაც გეტყვი,ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.” (გურამ დოჩანაშვილი – “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”)

რა არის თქვენთვის ლიტერატურა? უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება თუ ბუნებრივი მოთხოვნილება? ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ, რომ იტალო კალვინოს “თუ ზამთრის ღამით მოგზაური” გადაშალოთ, კარგად მოემზადეთ! ეს ისეთი წიგნია, რომელშიც მთლიანად უნდა ჩაიძიროთ… წიგნი? არა, ალბათ ეს არ არის შესაფერისი არსებითი სახელი, უფრო სწორად კი, რიცხვი. წიგნები უფრო ზუსტი იქნება… რადგან იტალო კალვინომ (ან უფრო განგებამ მისი ხელით) ასე ინება – მან გადაწყვიტა, რომ თავისი წიგნის პერსონაჟებად წიგნები და მკითხველები შეერჩია, თან ისეთი მკითხველები, როგორებიც თავად ვართ. დიახ, დიახ, კითხვის პროცესში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, თუმცა კი ლამის მთელს ცხოვრებად აღიქმება, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ მკითხველები ჩვენ ვართ. ჩვენს ცხოვრებაში ხდება ის, რაც, კარგად თუ დავფიქრდებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ამ “პროფესიის” ადამიანებისთვის – დაწყებულ წიგნს ვერ ვასრულებთ! წიგნები მუდამ ყველაზე საინტერესო ადგილას წყდება და ეს ერთგვარ წყევლად იქცევა (აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება ერთხელ შეგხვდეს ცუდად დაბეჭდილი წიგნი, მეორედ, მაგრამ სისტემატურად?), რომელიც მკითხველთა ცხოვრებას სულ ახალ აზრს სძენს – ჩასწვდნენ ამ ერთი შეხედვით მისტიკასთან ახლოს მყოფ მოვლენას და როგორმე იპოვონ წიგნების დასასრული. იპოვიან? ვიპოვით? და საერთოდ შეიძლება დასასრულის პოვნა? მეტი

მოგზაურობა უხილავ ქალაქებში

12227622_919381178146483_6974430078800983352_nმარკო პოლო და ყუბილაი ყაენი… მაშინ, როდესაც ფანჯრის მიღმა წვიმიანი ღამეა, რა უნდა იყოს ამ ორი ადამიანის დიალოგის მოსმენაზე უფრო სასიამოვნო? ამ ყველაფერს კი ხიბლს ილუზია სძენს – ფანტაზია, რომელიც უხილავი ძაფებით რთავს უხილავ ქალაქებს და ქმნის უხილავ გზამკვლევს… მეტი