თოვლი საკურას ყვავილობისას

გიყვართ იაპონური ლიტერატურა? და იუკიო მიშიმა? მაშინ გეცოდინებათ, რომ მასზე საუბარი რთულია… მისი პროზა უბრალოდ უნდა იგრძნოთ… საკუთარი თვალით უნდა დაინახოთ თოვლის ფანტელები აყვავებული საკურას ფონზე… თავად უნდა შეიგრძნოთ ის, რასაც გრძნობენ კიო და სატოკო, რომლებიც თითქოს თოვლის საფარის ქვეშ ცდილობენ შემალვას… ცდილობენ ქარბუქში დამალონ საკუთარი აკრძალული სიყვარული (სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი მივხვდი, რატომ იყო ეს აკრძალული, მაგრამ შემდეგ მათი ასაკი გამახსენდა და ყველაფერი დალაგდა), არარსებული მომავალი… მაგრამ თოვლი დნება… დნება იაპონიის წარსულიც, მაგრამ ნელა… ძალიან ნელა… მანამდე კი სიყვარული ისევ აკრძალული ხილია… სულის ერთადერთი ნავსაყუდელი – ტაძარი… შეყვარებულთა გულები კი მარადისობაში ერთიანდებიან… ასე თუ ისე, ეს მაინც ასეა… მაშინაც, დღესაც, მომავალშიც… მეტი

იუკიო მიშიმას აღსარება

გაიცანით – ეს კიმია! ის ნიღბის მიღმა ცხოვრობს და აღსარებას გვაბარებს! ის იუკიო მიშიმაა (აკი მწერლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკაა) და საკუთარ სულს აშიშვლებს! თუ მწერლის ბიოგრაფიას იცნობთ, საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ეს სწორედ ასეა – მიშიმა “ნიღბის აღსარებაში” საკუთარ განცდებზე გვიამბობს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ბოლომდე არ იშორებს მას (წიგნის ბოლოს ამაში დარწმუნდებით… ზოგადად მიშიმას ცხოვრებას თუ დააკვირდებით, მაშინაც)… ნიღბის უკანა მხრიდან ისმის ხმა, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება კიმი, როგორ აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ მიდრეკილებებს, როგორ ებრძვის ამას და როგორ ირგებს ნიღაბს, რომელიც მას “ნორმალურ იერს” ანიჭებს… მაგრამ აქვს კი ამას აზრი? დიახ, საზოგადოებას ის “ჩვეულებრივი” ჰგონია (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშიმა 1925 წელს იაპონიაში დაიბადა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი “განსხვავებულობა” უკვე იყო დანაშაული), მაგრამ ოდესმე ხომ მაინც დგება დრო, როდესაც ის მარტო რჩება? და მაშინ? რამდენად შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ნიღბის მიღმა? არ ვიცი… ეს თავად კიმს ჰკითხეთ… და პირველ რიგში, საკუთარ თავს… ალბათ ამიტომაც დაწერა იუკიო მიშიმამ ეს წიგნი… იმ კითხვის დასასმელად, რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს… მეტი

იაპონური სილამაზე

იაპონური პროზა განსაკუთრებულია… განსაკუთრებით ლამაზი… ამ ქვეყანას სულ სხვაგვარი “ხიბლი” აქვს და ყველაფერი ისეთივე მშვენიერი გვეჩვენება, როგორიც აყვავებული საკურაა… ყველაფერი ისეთივე მელოდიური, როგორიც ჰოკუა… მეტი

მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა

ვასიკო კეჟერაძეს თუ დავესესხებით, წიგნებს მხოლოდ დროის გასაყვანად არ ვკითხულობთ. ლიტერატურა ისეთი რამაა, რასაც ბევრი ფიქრი სჭირდება – თუნდაც მგზავრობისას ან მაშინ, როდესაც მაღაზიაში თქვენს რიგს ელოდებით. თუ ამ თითქოსდა უაზრო დროს “მოგზაურობას” დაუთმობთ, არასდროს მოგწყინდებათ… აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება არ იცოდე რა ქნა, თუ მანამდე მეგზურად იუკიო მიშიმა აირჩიე? რა თქმა უნდა, არა. “მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა” ისეთ სამყაროში გადაგიყვანთ, რომელსაც დიდხანს ვერ დააღწევთ თავს… მეტი