გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის ანუ ქართული ამბები

“ამ წიგნში მკითხველის მოსატყუებლად საკენკი არ ჰყრია, არც მხსნელი ძაფია სადმე გამობმული, არც თავსატეხია ამოსახსნელი. მასში მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობაა, კაცის უაზრო, ძალდაუტანებელი თავგადასავალი, როცა იგი – არავინაა, როცა იგი – არაფერია, როცა – თვითონაა.” – ბესიკ ხარანაული

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო… ჯერ კიდევ როდის დაწერა ეს შოთა რუსთაველმა (მართალია, შემდეგ უზარმაზარი ტექსტი მოაყოლა, მაგრამ ეს სხვა თემაა:)) და მართალიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ვრცელ ნაწარმოებებს ვანიჭებ უპირატესობას, უნდა ვაღიარო, რომ ხშირად კარგი მოთხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველებზე და იქნებ სჯობს კიდეც ასეულობით გვერდზე გაშლილ რომანს… მაგალითისთვის თუნდაც ბესიკ ხარანაული და ზაალ სამადაშვილი შეგვიძლია განვიხილოთ… მეტი