“დასავლეთის სინდისის” ფილოსოფია

“დასავლეთის სინდისად” წოდებული ალბერ კამიუ დიდი ხნის წინ გავიცანი – მასთან ერთად მერსოც – ადამიანი, რომელიც უცხო იყო სამყაროსთვის და საზოგადოებამაც დაუფიქრებლად მოიშორა თავიდან. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ…

“დაცემა” – ეს არის ერთი დიდი აღსარება, ისევე როგორც ცხოვრებაა ერთი დიდი აბსურდი, ერთი დიდი დანაშაული… სამყარო სიცარიელეა და ამ სიცარიელეში ადამიანი უსასრულოდ ეცემა…ცნობიერების ნაკადიც უსასრულოდ მიედინება…ჟან ბატისტ კლამანსმა ჰარი ჰალერი გამახსენა და კიდევ – დოსოტევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”… More