კარგი კაცი სანთლით საძებარია

კარგი კაცი სანთლით საძებარიაო… ასე დაასათაურა ფლენერი ო’კონორმა თავისი კრებული… და განა ასე არ არის? სად არიან კარგი კაცები, მაშინ, როდესაც ბავშვები ან დაბადებამდე არ უნდათ, ან ყურადღებას არ აქცევენ, ან ეს ბავშვები ურჩხულებად იზრდებიან და ისეთ რაღაცებს სჩადიან, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ? ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ სანთლით თუ მოძებნით და ძალიან იშვიათად გადააწყდებით… ზოგჯერ გეგონებათ, რომ შეუძლებელია… რომ ასე სახალისოდ დაწყებული ამბავი (როგორც პირველი მოთხრობა) ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ფლენერი ისე იქცევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება… ყველაფერს სწორედ ისე ასრულებს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება – ტყვიით, ცრემლით, ცეცხლით… და სამი წერტილით… More