ჩეხური ნოველა

sknflgdis63mssbok-pr-01ჩეხურ ლიტერატურას ხშირად ვკითხულობთ და ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ეს უფრო მეტად იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში აქტიურად ითარგმნება მილან კუნდერასა და ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნები. პრაღის “ხათრით” ფრანც კაფკაც შეგვიძლია ამავე კატეგორიას მივაკუთვნოთ. მართალია, გერმანულად წერდა და ეთნიკურად ებრაელი გახლდათ, თუმცა ჩეხები მაინც “თავისიანად” მიიჩნევენ… აი, იაროსლავ ჰაშეკი და კარელ ჩაპეკი კი ჩვენში ნაკლებად ცნობილები არიან. მეც წლებია მათ გვერდს ვუვლი, რადგან მოთხრობების მოყვარული არ ვარ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩეხური ნოველების წაკითხვა ნამდვილად ღირდა. More