ამერიკული დეკემბერი

BookFireplace_112511_rn_tif_უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში  ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!” More

გახდი “არანორმალური” და “გადაუფრინე გუგულის ბუდეს”!

”ვიკ ლოველს, ვინც მითხრა, ურჩხულები არ არსებობენო და მერე იმათ ბუნაგში შემიყვანა.” – ამ მიძღვნით იწყებს კენ კიზი თავის რომანს, რომელშიც ასახულია ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, იმ სისტემის, რომელიც ადამიანებს აჩლუნგებს.

რომანის მოქმედება ხდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია პაციენტი მაკმერფი, რომელიც სავარაუდოდ სულიერ აშლილობას ციხიდან თავის დაღწევის მიზნით იგონებს. ის უპირისპირდება მთავარ ექთანს, რომელიც ძალაუფლებას პაციენტების და პერსონალის წინააღმდეგ იყენებს. ექთანი მაკმერფის ოპერაციაზე აგზავნის, რომელიც მას ანადგურებს, მაგრამ მანამდე ის ასწრებს “კომბინატის” შერყევას. საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები ცხოვრებით ტკბობას სწავლობენ, თავისუფლდებიან კომპლექსებისგან, ხდებიან გაბედულები, თავდაჯერებულები.

მაკმერფის ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დასრულდა, მაგრამ განა არ არის სიმართლე, რომ ” ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია”?! სისტემა ფიზიკურად იმარჯვებს, მაგრამ ასეთი ადამიანები არასდროს მარცხდებიან. ამ რომანის წაკითხვისას შეუძლებელია არ გაგიჩნდეს გრძნობა, რომ შენც გაქვს ემოციური პრობლემები, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ უბრალოდ უნდა დახუჭო თვალები, რომ სულში ვერ ჩაგიძვრნენ, იპოვო საყრდენი და იცინო. იცინო მაშინ, როცა გინდა, რომ იყვირო, იტირო. უნდა იცინო იმაზე, რაც გაწამებს, თორემ სამყარო ჭკუიდან გადაგიყვანს. ნამვილად ძლიერი ვერ იქნები, სანამ ყველაფერში სასაცილო მხარეს ვერ დაინახავ, სანამ არ მიხვდები, რომ ტკივილს არ უნდა მისცე უფლება, გადაფაროს კომედია. შეიძლება საზოგადოების წინააღმდეგ ვერაფერს გახდე, მაგრამ ცადე მაინც. გახდი “არანორმალური” და “გადაუფრინე გუგულის ბუდეს”!