კინო პირველ პირში

“ეს წიგნი არის ხელოვნებაზე და მის ეთიკაზე, თავგანწირვაზე, ცხოვრების ჭეშმარიტ ფასეულობებზე და ასევე კინოს ჯადოსნურობაზე.” (ნუცა ალექსი-მესხიშვილი – მთარგმნელი)

ფრანსუა ტრიუფოს ალბათ ყველა კინომოყვარული იცნობს. მისი თუნდაც ერთი ფილმი მაინც ბევრს ექნება ნანახი, თუმცა სულ სხვაა კინო პირველ პირში… სულ სხვაა იმ ფრანსუას გაცნობა, რომელიც კამერის მეორე მხარეს იდგა და ქმნიდა შედევრებს, უყურებდა დიდი რეჟისორებისა და მსახიობების გენიალურ ნამუშევრებს… მეტი

ველურ გარემოში ალექსთან ერთად

12243210_1204801956203322_8240887163875510345_nგიყვართ მოგზაურობა? მე მიყვარს, მაგრამ თუ ისეთი ადგილი უნდა მოვინახულო, სადაც ღამით დარჩენა მომიწევს, ყველაზე დიდ დროს საცხოვრებლის შერჩევას ვუთმობ. კომფორტს ძალიან ვაფასებ და ალბათ ეს უარყოფითი თვისება უფროა, ვიდრე დადებითი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც კრისტოფერ მაკ-კენდლესი გავიცანი… მე ხომ ვერაფრით შევძლებდი, რომ მის ასაკში (რომელიც თითქმის ემთხვევა ჩემსას) ყოველდღიური ცხოვრება მიმეტოვებინა და უკიდეგანო გზას დავდგომოდი… მან კი დათმო ის ყველაფერი, რაც მე მაქვს – უნივერსიტეტის დიპლომი, ბანალური სამსახური და სავარაუდოდ ხანგრძლივი სიცოცხლე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. მეტი

სტუმრად ჰანიბალთან

მეტი

ლევინი, პოლანსკი, ვარსიმაშვილი

tp-13-rozmaris-shvili90-იანი წლები ალბათ კარგად გახსოვთ. არც სანთლის შუქზე გატარებული საღამოები მისცემია დავიწყებას და არც პურის რიგები. თუმცა ასეთ ბნელ დროსაც კი ხდებოდა დასამახსოვრებელი ძვრები ხელოვნებაში. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა კი გახლდათ ქართული მისტიკური სერიალი “სახლი ძველი უბანში”. რა თქმა უნდა, ფილმი განსაკუთრებული სპეცეფექტებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ის 22 წლის შემდეგაც კი არ წაშლილა ჩვენი მეხსიერებიდან. დღემდე მისი შინაარსის ხსენებისას პირველ რიგში თვალწინ სწორედ ავთანდილ ვარსიმაშვილის სერიალი მიდგება და მხოლოდ შემდეგ – რომან პოლანსკის შესანიშნავი ფილმი. აირა ლევინის პირველწყარო კი ახლაღა ჩამივარდა ხელში. მეტი

გოგონა მარგალიტის საყურით

12009722_911483438936257_8830455963498014795_nგიფიქრიათ საყვარელი ნახატების შექმნის პროცესზე? ვინ იცის, რამდენჯერ წარმოგიდგენიათ ლეონარდოს წინ გაუნძრევლად მჯდომი ჯოკონდა, რომელიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია… ტრეისი შევალიემაც წარმოიდგინა “თავისი” გოგონა მარგალიტის საყურით… მეტი

გოგონა, რომელიც წიგნებს იპარავდა

shop_product_image_151133[1]დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. მეტი

ჯერ კიდევ ელისი

ცოტა ხნის წინ ლავკრაფტის საშინელებებზე მოგიყევით და გითხარით, რომ “ლიტერატურული” და “კინო” შიშები ჩემთვის უცხო არ არის, თუმცა ყველაზე დიდ შიშს ზებუნებრივი არსებები სულაც არ იწვევენ. ბევრად უფრო საშიში ლიზა ჯენოვას “ჯერ კიდევ ელისია”. რატომ? ახლავე გიამბობთ…

ალცჰაიმერზე არასდროს მიფიქრია, რადგანstill-alice-geo-cover ოჯახში ასეთი დაავადება არავის ჰქონია. თუმცა ვინ იცის, რა იქნება მომავალში – ხომ შეიძლება ეს პირველად მოხდეს? სწორედ ამიტომ შემეშინდა, როცა ელისის ამბავი წავიკითხე (ჯერ ვნახე). ის ხომ ყოველმხრივ წარმატებული ახალგაზრდა ქალი გახლდათ (სულ რაღაც 50 წლის) – კარგი ოჯახით და სამსახურით… და უცებ რაღაც დაავიწყდა… ასეთი რამ ვის არ მოსვლია, მაგრამ სახლთან ახლოს დაკარგვა, ბლექბერის მაცივარში შედება, საკუთარი ქმრისა და შვილების დავიწყება, დროში დეზორიენტაცია საგანგაშოა და უფრო მეტიც – ეს ნაადრევი ალცჰაიმერია…  და მეც შემეშინდა, რომ ერთ დღეს შეიძლება საკუთარ სახლში სააბაზანოს ვერ მივაგნო ან სულაც სხვის სახლში მოვხვდე… შემეშინდა, რომ შეიძლება ელისივით ძლიერი არ აღმოვჩნდე და ბოლომდე ვერ ვებრძოლო დაავადებას, რომელიც ბოლოს აუცილებლად დამამარცხებს… შეიძლება არც ელისის მსგავსი ოჯახი მყავდეს – მისი ქმარ-შვილი ხომ მასთან ერთად ცდილობდა დასასრულის გადავადებას… უმწეობაზე უარესი არაფერია – პირადად მე მირჩევნია ქთულჰუს ან სხვა საშინელებას ვემსხვერპლო, ვიდრე ალცჰაიმერით ვიცხოვრო… ეს განაჩენია – სასიკვდილო განაჩენზე ბევრად უფრო მძიმე განაჩენი…

P.S. თუ ეს წიგნი არ წაგიკითავთ ან ფილმი  არ გინახავთ, აუცილებლაც მოიძიეთ. ძალიან დიდ ემოციას მიიღებთ.

ხიდი მდინარე კვაიზე

1351174იცნობთ დევიდ ლინსა და პიერ ბულს? სავარაუდოდ, დიახ, რადგან პირველი ძალიან ცნობილი ფილმების (“ლოურენს არაბი”, ექიმი ჟივაგო”, “დიდი იმედები”, “ოლივერ ტვისტი” და ა.შ.) რეჟისორია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი), მეორე კი – “მაიმუნების პლანეტის” ავტორი. ამ ორი ადამიანის ტანდემმა კი შექმნა მართლაც დიდებული და სათანადოდ დაფასებული ფილმი “ხიდი მდინარე კვაიზე”.

ახლა წიგნზე მინდა გიამბოთ, თუმცა მაინც სულ mv5bmtc2nza0ntewnf5bml5banbnxkftztcwmza0mtk3oa-_v1_sx640_sy720_ფილმზე ვფიქრობ… უცნაურია, მაგრამ ამ ისტორიის წარმოდგენისთანავე თვალწინ სწორედ გრძელი ეკრანიზაცია მიდგება და არა პატარა წიგნი. ალბათ ეს დევიდ ლინისა და მის მიერ იდეალურად შერჩეული მსახიობების დამსახურებაა, ან ის, რომ პირველწყარომდე ფილმს გადავეყარე… თუმცა არც პიერ ბულია ურიგო მწერალი… ამიტომ მიჭირს გრძნობებში გარკვევა. ვერაფრით ვხვდები, რატომ მომეჩვენა, რომ ეკრანზე ბევრად უფრო კარგად არის გაშლილი ინგლისელი ტყვეებისა და იაპონელი ზედამხედველების ურთიერთობა, ინგლისელი პოლკოვნიკის “ბრძოლა ღირსებისთვის” და ორი ურთიერთგამომრიცხავი მისია – მდინარე კვაიზე ხიდის აშენება და მისი განადგურება… წიგნი თითქოს მშრალი სცენარია, რომელიც მხოლოდ ფილმისთვის შეიქმნა…

P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა მალე “დიოგენე” შემოგვთავაზებს. მანამდე შეგიძლიათ უცხო ენებზე მოიძიოთ, შემდეგ ეკრანიზაცია ნახოთ და შეამოწმოთ, მართალი ვარ თჲ ვცდები 🙂

ბიჭი ზოლიან პიჟამაში

11026087_10205930399794716_9170422338054122353_nწიგნზე ან ფილმზე გიტირიათ – განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც ძალიან მარტივი სიუჟეტით გამოირჩევა? შეიძლება არა და იქნებ არც ჯონ ბოინის წიგნსა და მის ეკრანიზაციაზე იტიროთ, მაგრამ ძლიერ ემოციას კი ვერსად გაექცევით. ალბათ იკითხავთ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისეთი რა უნდა წავიკითხოთ, რაც აქამდე არსად გვინახავსო… მერწმუნეთ, პატარა ბრუნოს ისტორია (მიუხედავად სიმარტივისა და ბევრი უზუსტობისა) უნიკალურია… მეტი

ინგლისელი პაციენტი

11212171_832868533464415_6351277048783413731_oიტალია… მიტოვებული ვილა ფლორენციაში… ინგლისელი პაციენტი, რომელიც ძვლებამდე დამწვარი უკანასკნელ დღეებს ითვლის, მისი მომვლელი მედდა, სიკჰი გამნაღმველი და კანადელი ქურდი…სწორედ ეს გარემო და ადამიანები ქმნიან ომისა და სიყვარულის სურათს… მაგრამ რეალურად აქ არც ომია და არც გრძნობები – ყველაფერს დროის ქვიშა ფარავს და მოგონებების წიგნში წერს – ჰეროდოტეს “ისტორიაში”… წარსული ამ წიგნივით მარადიულია და ამ ადამიანებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ – ქვიშაში, ომის ქარცეცხლსა და დანაღმულ ველებში სულ მარტო უნდა გაიკვლიონ გზა… მეტი

Previous Older Entries