გზა არსაით

4daee2d5380f26895c71a96f52fad8f3სიმართლე გითხრათ, სამყაროს დასასრულის არასდროს მეშინოდა. ეს მოვლენა იმდენად ბუნდოვანი და მრავალფეროვნად “გაწიგნებულ-გაფილმებულია”, რომ მისი რეალურად წარმოდგენა ძალიან მიჭირს… უფრო სწორად – მიჭირდა. კორმაკ მაკარტის წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ აპოკალიფსი ზუსტად ისეთი შეიძლება იყოს, როგორისაც მეშინია… სულაც არ არის აუცილებელი, რომ ორმოცი დღე გადაუღებლად იწვიმოს ან კოსმოსში უმისამართოდ მფრინავი სხეული დაეცეს დედამიწას. ერთ “მშვენიერ” დღეს უბრალოდ ყველაფერი “გაქრება” (სავარაუდოდ ბირთვული აფეთქების შემდეგ) და ჩვენც მაკარტისეული მამა-შვილის მსგავსად გზას დავადგებით – გზას არსაით… და მოხდება ყველაზე დიდი ტრაგედიები – დავკარგავთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, აღარ გვექნება საკვები, ტანსაცმელი, ჭერი… თითოეული შემხვედრი ადამიანი შეიძლება ჩვენთვის სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდეს – ისინი გაგვძარცვავენ, დაგვხოცავენ, შეგვჭამენ… აღარ გვექნება იმედი, მაგრამ, მიუხედავად ამ საშინელებებისა, მაინც დარჩება ერთი რამ – სიკეთე და სიყვარული. ამ სამყაროშიც იარსებებს მამა, რომელიც მხოლოდ შვილისთვის იცოცხლებს და შვილი, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი იფიქრებს მამასა და სხვებზე, იმ მისიაზე, რომელიც უნდა შეასრულოს… არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ ამიტომაც კი ღირს სიცოცხლე… მხოლოდ ამიტომაც კი ღირს გზის გაგრძელება… იქნებ ამ გზამაც მიგვიყვანოს სადმე…

P.S. გაინტერესებთ, როგორ დასრულდება მამა-შვილის სვლა? მაშინ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “წლის ბესტსელერის” ფარგლებში… მე კი ეკრანიზაციას ვუყურებ.

კოსმოსური ოდისეა 2001

shop_product_image_145041ლიტერატურის მოყვარულებს ეკრანიზაციების გაკრიტიკება გვიყვარს. სულ იმას ვამბობთ, რომ ფილმი წიგნთან ახლოსაც ვერ მივა და რომ თითქმის ყოველთვის უბრალოდ “აფუჭებს” მას. ვერ გეტყვით, რომ ამ მოსაზრებებს სრულიად არ ვეთანხმები, თუმცა ბევრი ნამდვილად კარგი (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ეკრანიზაციაც მინახავს… ფილმის “გაწიგნება” კი აქამდე არ მენახა…

1968 წელს სტენლი კუბრიკმა და არტურ კლარკმა ერთად დაიწყეს მუშაობა სცენარზე ფილმისთვის “კოსმოსური ოდისეა 2001”. ამ ორი დიდებული ადამიანის ტანდემი, რა თქმა უნდა, გენიალური გამოვიდა და ფილმმა, რომელიც იმ დროისთვის მართლაც შესაშური ეფექტებით გამოირჩეოდა, დიდი წარმატება მოუტანა მწერალსა და რეჟისორს… იმდენად დიდი, რომ არტურ კლარკმა პატარა მოთხრობების საფუძველზე შექმნილი სცენარი რომანად გადააკეთა და შემდეგ გაგრძელებებიც კი დაწერა… More

ილუზიების წიგნი ოსტერისგან

506181929 წელი – მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰექტორ მანი უკვალოდ ქრება… 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პროფესორი დევიდ ზიმერი ავიაკატასტროფაში დაღუპულ ოჯახს დასტირის და დარდს სასმელში ახრჩობს. პარალელურად უაზროდ მისჩერებია ტელევიზორის ეკრანს და უცებ ხდება სასწაული… დევიდი ხედავს ჰექტორს და მათი გზები სამუდამოდ იკვეთება. დიდი ხნის გარდაცვლილად მიჩნეული და უკვე დავიწყებული მსახიობი ჯერ “მკვდრეთით აღმდგარი” ზიმერის წიგნში ცოცხლდება, შემდეგ კი – რეალურ ცხოვრებაში (წიგნებსა და ფილმებში ხომ სულ ასე ხდება – გვამი არ ჩანს? მაშინ ის არც არსებობს) და იცვლება არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჩვენი ცხოვრებაც… More

პასუხი ჩარლის

21b23314db8b2801275168813bc49113ძვირფასო ჩარლი!

მისტერ ჩბოსკიმ გადმომცა შენი წერილები და ახლა მე გწერ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო გულწრფელობისთვის. შენმა მონათხრობმა ნათლად დამანახა ამერიკელი თინეიჯერების ყოფა… ნაწილობრივ, ალბათ ჩემი წარსულიც. ორი დღით შენი ცხოვრება ჩემი ცხოვრება გახდა და ამ ორ დღეში უამრავ კითხვას გაეცა პასუხი… შენთან ერთად ძალიან ბევრ რამეს მივხვდი და ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ დაძლიე ფსიქიკური პრობლემები და მარტოსული აღარ ხარ. სემისა და პატრიკის მსგავსი მეგობრების ყოლა ხომ ათას ადამიანთან მეგობრობას სჯობს… More

ქალი, რომელიც გაუჩინარდა

ააადევიდ ფინჩერი ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია და მისი ახალი ფილმის გამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. არც “Gone Girl” გახლდათ გამონაკლისი, თუმცა პირველწყაროს წაკითხვაზე არც მიფიქრია – მისი ავტორი ხომ ბევრისთვის უცნობი გილიან ფლინია და არა სტიგ ლარსონი, ჩაკ პალანიკი ან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი… მაგრამ ბოლო დროს ამ ქალბატონის გვარი ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა – რაღა შორს წავიდეთ და სულ აქვე, მეზობელ ბლოგზე პოსტიც კი მიეძღვნა, რომელსაც “სინემანიაკის” აღფრთოვანებული კომენტარებიც თან დაერთო და ასეთი სანდო რეცენზიების მერე მიდი და ნუ დაინტერესდები 🙂 More

Next Newer Entries