ჯივზი, ვუსტერი და კიმი

1497605_571646552919949_1408986632_nგახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ ჯივზთან ერთად რომ “დავიკიდეთ”? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ბერტი ვუსტერისა და მისი გამჭრიახი მსახურის დავიწყება ფრიად რთული საქმე გახლავთ. მოსიყვარულე დეიდა დალიასაც ვერ განდევნით ადვილად თქვენი მეხსიერებიდან. აბა დაფიქრდით – ირგვლივ მოგეძევებათ ისეთი დეიდა, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარი ძმისწული ავტობუსის ბორბლებქვეშ იხილოს? ჰოდა, ქალბატონი დალია ჯივზისა და ვუსტერის ახალ თავგადასავალშიც სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებს – მისი ჩანაფიქრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვუსტერთა გვარის ღირსებას შელახვით ემუქრება… ჯივზსაც რა დარჩენია – იძულებული ხდება, რომ ბერტი ვუსტერი ისევ იხსნას განსაცდელისა და თავის გასკდომისგან. ასეთი კამერდინერის პატივცემულ პატრონს ხომ არც ავბედითი სახლი აშინებს (უფრო არანორმალურებით დასახლებული ბალაგანი რომ ეთქმის) და არც დიდ ნერვიულობაში გადაზრილი ნაბახუსევი… More