უკვე 18 წელია ახალი წელი ჩემთვის ახალ წიგნებთან ასოცირდება. რამდენიმე წელი ლაპლანდიელი სანტა კლაუსი მასაჩუქრებდა, ახლა კი ადგილობრივი “თოვლის ბაბუებისა” და საკუთარი თავის იმედად ვარ დარჩენილი 🙂 რა თქმა უნდა, წელსაც მივიღე “გემრიელი” საჩუქრები, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. დასაწყისისთვის “დიოგენეს” საჩუქრები შევარჩიე, რომელთაგან ორი თავად გამომცემლობამ მისახსოვრა (ერთზე ოდნავ მოგვიანებით, ცალკე ვისაუბრებთ), მესამე კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ზუსტად ახალი წლის წინ გამოვიდა და თამამად შეგვიძლია საყოველთაო საჩუქარი ვუწოდოთ 🙂 მეტი
საჩუქრები “დიოგენესგან”
15 იან 2013 13 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:გათვლა, დიოგენე, თამთა მელაშვილი, კირჩხიბის ტროპიკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჰენრი მილერი
დიოგენეს ბიბლიოთეკა
24 ნოე 2012 34 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული, ჩეხური ტეგები:გზაზე, დაიკიდე ჯივზ, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვუდჰაუსი, კარდინალი მარტინი, კირჩხიბის ტროპიკი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, ორჰან ფამუქი, ოსტერი, პალანიკი, რა სწამს მას ვისაც არ სწამს, სირცხვილი, სტამბოლი მოგონებები და ქალაქი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჯეკ კერუაკი, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰენრი მილერი
სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი
ბოლო კომენტარები