მეფე ართური და ამერიკა

სათაურს რომ წაიკითხავთ, ალბათ იფიქრებთ, მეფე ართურს ამერიკაში რა უნდაო 🙂 ეს ნახევრად ლეგენდარული მეფე ხომ კამელოტში ცხოვრობდა… სამაგიეროდ მისი პირველი მინისტრი (მარკ ტვენის მიერ შექმნილი) გახლდათ წმინდა წყლის ამერიკელი – შუაგული კონეკტიკუტიდან. თან ეს ბატონი იანკი მე-6 საუკუნის კამელოტში მე-19 საუკუნიდან მოხვდა და სხვა რაღა დარჩენოდა – პროგრესი უნდა დაენერგა რომანტიკოსი რაინდებით დასახლებულ ქვეყანაში. მანაც არ იზარმაცა და ისეთი “ჯადოსნური” ნივთები შემოიტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ “აფერისტი ჯადოქარი” მერლინიც კი დაჩრდილა. 13 საუკუნით ადრე შეიქმნა ტელეფონი, ელექტროენერგია, მძიმე საჭურველი და შუბი თანამედროვე იარაღმა ჩაანაცვლა…მოკლედ, კამელოტი სულ მთლად გადასხვაფერდა და ჯერ აღმოუჩენელ ამერიკას დაემსგავსა, მაგრამ არსებობს ისტორიის ეპიზოდები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის… More