სტუმრად კონსერვის რიგში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსერვის რიგში! აი, ლი ჩონგის მაღაზია. არ მოგერიდოთ, ჩინელი მეპატრონე კეთილი კაცია და ნისიადაც მოგცემთ სასურველ პროდუქტს. მერე “დათვის დროშაში” შეიარეთ და ბორდელის მეპატრონე დორას (შემდეგ მის მემკვიდრე ფაუნას) გაესაუბრეთ. ვისკი გნებავთ? იდას მიმართეთ და შემდეგ აუცილებლად შეიხედეთ “მაწანწალების სასახლეში”. მაკი და მისი ძმაკაცები გელიან. ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრეს – დოკს – ჯერ დღესასწაული უნდა მოუწყონ, შემდეგ კი ტკბილ ხუთშაბათს ცოლი შერთონ. რატომ? იმიტომ, რომ დოკი ჯიგარია და კიდევ იმიტომ, რომ მონტერეიში ადამიანები ერთი ოჯახივით ცხოვრობენ – ერთად უხარიათ, ერთად სწყინთ, ერთად ქმნიან იმ სევდიან და ამასთანავე მხიარულ ისტორიებს, რომლებიც ერთდროულად ცრემლსაც იწვევენ და ხმამაღალ სიცილსაც… ჯონ სტაინბეკი ხომ ის ადამიანია, რომელმაც შექმნა ტორტილა ფლეტის სამყარო – სიკეთით სავსე ქალაქი… More