კონფორმისტი მარჩელო

კონფორმიზმი – ერთგვარობა, უძრაობა, შემთანხმებლობა (უცხო ენათა ლექსიკონი)

მარჩელო კლერიჩი კონფორმისტია… მარჩელო კლერიჩი კონფორმისტად საზოგადოებამ აქცია… ან იქნებ ის დაბადებიდან კონფორმისტი იყო… ეს არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ მუდმივ ოჯახურ კონფლიქტში აღზრდილი (უფრო კი გაზრდილი) ბავშვი, რომელიც ცხოველებს ხოცავს და ამის გამართლებას მეგობრის ანალოგიური ქმედებით ცდილობს, თანატოლებისა და მოძალადის მსხვერპლად და შემდეგ მკვლელად ქცეული მოზარდი (ნუ გეშინიათ, არ გასპოილერებთ. წიგნი ფაქტობრივად ამით იწყება), დუჩეს ხელისუფლების ჩინოვნიკი და სპევიალური მისიით პარიზში მივლენილი საიდუმლო პოლიციის აგენტი, “ბედნიერი” ქმარი და მამა მთელს ცხოვრებას იმისთვის ბრძოლაში ატარებს, რომ სხვებს დაემსგავსოს. სწორედ ამიტომ აკეთებს ყველაფერს ზუსტად ასე და არა სხვაგვარად… ზუსტად ამიტომ ცდილობს, რომ ჰგავდეს მასას… სწორედ იმიტომ, რომ ის კონფორმისტია… მეტი