გზა არსაით

4daee2d5380f26895c71a96f52fad8f3სიმართლე გითხრათ, სამყაროს დასასრულის არასდროს მეშინოდა. ეს მოვლენა იმდენად ბუნდოვანი და მრავალფეროვნად “გაწიგნებულ-გაფილმებულია”, რომ მისი რეალურად წარმოდგენა ძალიან მიჭირს… უფრო სწორად – მიჭირდა. კორმაკ მაკარტის წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ აპოკალიფსი ზუსტად ისეთი შეიძლება იყოს, როგორისაც მეშინია… სულაც არ არის აუცილებელი, რომ ორმოცი დღე გადაუღებლად იწვიმოს ან კოსმოსში უმისამართოდ მფრინავი სხეული დაეცეს დედამიწას. ერთ “მშვენიერ” დღეს უბრალოდ ყველაფერი “გაქრება” (სავარაუდოდ ბირთვული აფეთქების შემდეგ) და ჩვენც მაკარტისეული მამა-შვილის მსგავსად გზას დავადგებით – გზას არსაით… და მოხდება ყველაზე დიდი ტრაგედიები – დავკარგავთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, აღარ გვექნება საკვები, ტანსაცმელი, ჭერი… თითოეული შემხვედრი ადამიანი შეიძლება ჩვენთვის სიცოცხლის დასასრულს ნიშნავდეს – ისინი გაგვძარცვავენ, დაგვხოცავენ, შეგვჭამენ… აღარ გვექნება იმედი, მაგრამ, მიუხედავად ამ საშინელებებისა, მაინც დარჩება ერთი რამ – სიკეთე და სიყვარული. ამ სამყაროშიც იარსებებს მამა, რომელიც მხოლოდ შვილისთვის იცოცხლებს და შვილი, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი იფიქრებს მამასა და სხვებზე, იმ მისიაზე, რომელიც უნდა შეასრულოს… არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, მაგრამ მე მგონია, რომ მხოლოდ ამიტომაც კი ღირს სიცოცხლე… მხოლოდ ამიტომაც კი ღირს გზის გაგრძელება… იქნებ ამ გზამაც მიგვიყვანოს სადმე…

P.S. გაინტერესებთ, როგორ დასრულდება მამა-შვილის სვლა? მაშინ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “წლის ბესტსელერის” ფარგლებში… მე კი ეკრანიზაციას ვუყურებ.

მოხუცების ადგილი აქ არ არის

10703773_10152384084104211_4425943154883198183_nალბათ ხშირად გსმენიათ, როგორ ოცნებობენ თქვენი ახლობლები ფულით სავსე კეისის პოვნაზე. შეიძლება თქვენც გიოცნებიათ. აი, მე კი – არა. კორმაკ მაკარტიმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალი ვარ…

ვიეტნამის ომის ვეტერანი ლუელინ მოსი შემთხვევით გადააწყდა ბანდიტური გარჩევის შედეგად მოკლულთა გვამებს და კეისს, რომელშიც არც მეტი და არც ნაკლები, ორი მილიონი გახლდათ (ცოტა მეტიც)… და ის არ მოიქცა ისე, როგორც მე მოვიქცეოდი – ფული შერიფ ბელს არ გადასცა და მიმალვა გადაწყვიტა… მაგრამ სად გინდა დაიმალო, როდესაც ნარკოდილერები ფეხდაფეხ მოგსდევენ… თუმცა ეს ყველაზე მცირედი უბედურება გახლდათ – მოსს თავად ჩიგური დაედევნა – კილერი, რომელიც არავინ იცის, ადამიანია თუ დემონი (ხავიერ ბარდემის სახე კი აქვს, მაგრამ ვინ იცის…)… More