აურზაური საბჭოთა ექსპრესში

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”

მობძანდით, ბატონო, მობძანდით! დაჩქარდით პატარა, მატარებელმა არ გაგასწროთ! ბილეთის შოვნა რავარი საქმეა, ქე გეცოდინებათ და დაგვიანება რაფერ იქნება! თან რა საზოგადოება შეკრებილა საბჭოთა ექსპრესში – აქეთ ჩვენი მთავარი აბიექტი, ძველი რავალუციანერკა და სუფრაჟისტკა მუსჲა ერისთავი-რეტინგერი დასდგომია მოსკოვის გზას, რომე “თლა იმას” შეხთეს და თავისი “წაყვანილი” ქმარი გამეიხსნას, იქეთ კიდო ათასი ჯურის ხალხი – მოქეიფე “ფინანსისტები”,  სევდიანი აფიცერი, აქა-იქ ჩამალული შინსახკომელები, მუსჲას ძველი ლუბოვი და სხვა მრავალი… ჰო, რეჟისორი ეიზენშტეინიც თავისი ქალბატონითურთ… დიახ, დიახ “პაწიომკინის” ავტორზე გეუბნებით – ორდენოსანზე (მერე რა, თუ ისიც იმერულ კილოზე საუბრობს)… ა, ამფერი მგზავრების გვერდით მოგიწევთ მოსკოვამდის ჩასვლა და კი მიხთებით, რაც გელით წინ – დიდი აურზაური თავისი გადარევებით, სისხლებით, სიცილით და სევდით… და კიდევ ნამეტანი საბჭოთა ბოლოთი… More

Advertisements