მსოფლიოში ალბათ დღემდე უამრავი გამოუკვლეველი ადგილია… და ვინ იცის, სად რა იმალება. მეცნიერები ნელ-ნელა იპყრობენ აუთვისებელ ტერიტორიებს და ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ლავკრაფტის სამყაროც გაცოცხლდეს… მკვლევარებმა სიგიჟის მთებთან ამოყონ თავი და ენით აღუწერელი საშინელება ნახონ – ისეთი, სისხლს რომ გაუყინავთ და იმ დღეს დააწყევლინებთ, ამ ადგილს რომ მიუახლოვდნენ… ან “ჯადოსნური” ქოფაკის ხმა მოანდომებთ სიკვდილს, დანვიჩის
საშინელება შეაძრწუნებთ, ან კი სულაც ერიხ ზანის “არარსებული” მუსიკა მოესმებათ… ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს – სადმე, ოდესმე… ლავკრაფტის სიგიჟის მთებთან…
მეტი
ლავკრაფტი სიგიჟის მთებთან
22 იან 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გიორგი ვაჩნაძე, გიორგი ხარაიშვილი, ლავკრაფტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიგიჟის მთებთან, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
ჰოვარდ ლავკრაფტის ჩვენება
02 ოქტ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:"აღუწერელი", "ვერცხლის გასაღები", "ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით", "იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში", "მარადიულობის მიღმა", "რენდოლფ კარტერის ჩვენება", "ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე", გიორგი ვაჩნაძე, გიორგი ხარაიშვილი, ზაალ ვეკუა, ლავკრაფტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რენდოლფ კარტერის ჩვენება, საშინელება, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, წიგნები ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოვარდ ლავკრაფტის სამყაროში! არა, ახლა ქთულჰუს ხმას ვერ გაიგონებთ. თავად მისტერ ჰოვარდი გესაუბრებათ… ის მოგიყვებათ ამბებს ენით აღუწერელ სამყაროზე… სამყაროზე, რომლის კარსაც ვერცხლის გასაღები აღებს და თუ ამ კარიბჭის მიღმა გასვლას გაბედავთ, მარადიულობის საზღვარს გასცდებით და ეგებ იდუმალი კადათიც აღმოაჩინოთ… მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ – თუ გარისკავთ და ამ სამყაროში შეიხედავთ, შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეთ… შეიძლება თქვენი ცხოვრებაც ისევე ძირფესვიანად შეიცვალოს, როგორც ეს რენდოლდ კარტერს, ჩარლზ დექსტერ უორდს (მისი ისტორია კრებულში ჩემი ფავორიტია) და სხვებს დაემართათ… ასეთია მისტერ ლავკრაფტის ძააალიან საშიში სამყარო! მეტი
ქთულჰუს ძახილი
19 ოქტ 2015 6 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ალექსი სიუკაევი, გიორგი ვაჩნაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი სულაძე, ლავკრაფტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ქეთი ნიკოლეიშვილი, ქთულჰუს ძახილი, წიგნები ბათუმში
გიყვართ საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები? მე ძალიან. წლების წინ თითქმის არცერთს ვტოვებდი. დროის შემცირებასა და წასაკითხი წიგნების (სანახავი ფილმების) რაოდენობის ზრდასთან ერთად ე.წ. “ჰორორებს” ცოტა დავშორდი, თუმცა ედგარ პო დღემდე ჩემი ფავორიტია და სტივენ კინგის წიგნებსაც აქტიურად ვკითხულობ. ფილმებში ახალს იშვიათად ვპოულობ (რა ვქნა, სამარა მორგანი დღემდე მახსოვს და ვერც ნიკოლ კიდმანის ტანჯვას ვივიწყებ)… და რატომ არ ვიცნობდი აქამდე ჰოვარდ ლავკრაფტს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს (მისი ორი წიგნი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ ჩავინიშნე). ალბათ მისი დრო მხოლოდ ახალ მოვიდა… მეტი
ბოლო კომენტარები