მიხეილ ჯავახიშვილის ტკივილი

“ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.” – ნოდარ დუმბაძე

ისევ დადგა მაისი – თვე, რომელიც ჩვენთვის დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. თავისუფლება ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს დღე სამუდამოდ დარჩა. საუკუნოვანი უღლისგან გათავისუფლების დღეს ისევ დაპყრობილ ქვეყანაშიც აღნიშნავდნენ და მის ფარგლებს გარეთაც და ყოველ წელს ჰქონდათ იმედი, რომ მომდევნო წელს დამოუკიდებელ სამშობლოში ერთად იზეიმებდნენ დღესასწაულს… ამ მოლოდინით, ამ ტკივილით დაასრულა სიცოცხლის გზა ბევრმა დიდმა ქართველმა, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილმაც… More