კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა… მეტი
საოცრებათა ქალაქი
08 ნოე 2019 %(count)s კომენტარი
in ესპანური, ლიტერატურა ტეგები:ბარსელონა, ედუარდო მენდოსა, ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საოცრებათა ქალაქი
დიქტატორის შემოდგომა
13 სექ 2019 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:ვაცის ნადიმი, ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიო ვარგას ლიოსა
დიქტატურაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი… დიქტატორებზეც… თუმცა, თუ მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმს” წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ყველა დიქტატორი, ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ ასეთი წიგნები… მეტი
საუბარი კათედრალში
09 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიო ვარგას ლიოსა, საუბარი კათედრალში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “კათედრალში”! არა, ეს ტაძარი არ არის, უბრალოდ დუქანია. დაბრძანდით მაგიდასთან, რომელთანაც უკვე სხედან ჟურნალისტი სანტიაგო სავალა და მისი ოჯახის ძველი მსახური ამბროსიო. ვერ გეტყვით, რომ წინ მარტივი საუბარი გელით, თუმცა თუ ამ ხანგრძლივ, ქორნოლოგიურად და სტრუქტურულად სრულიად არეულ მონათხრობს ბოლომდე მოუსმენთ, მიხვდებით, რომ მიუხედავად რთული გზისა, ერთი წამიც კი არ დაგიკარგავთ! მაღალი ფენის წარმომადგენელი სანტიაგო, რომელმაც მამას ერთგვარი ამბოხი მოუწყო, ღარიბი ამბროსიო და სხვები მიგვიძღვიან 50-იანი წლების პერუში, რომელშიც უიმედობა გამეფებულა. ხალხს, მიუხედავად კალსობრივი განსხვავებისა, აღარაფრის სწამს და ნელ-ნელა ყველა ხვდება, რომ მანუელ ოდრიას “სამეფოში” (ერთადერთი რეალური ადამიანი აქ ისაა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – ის ხომ გმირი არცაა და საერთოდაც დიქტატორს სახელი და გვარი არც სჭირდება) სასიკეთო არაფერი მოხდება. აქ მხოლოდ კორუფცია, პოლიტიკური ინტრიგები, სიბინძურე და ძალადობა სუფევს. ჭაობში იძირება ქვეყანა და ითრევს ყველას – ერთ დროს ნათელ მომავალსა და ბრძოლაზე მეოცნებე ბიჭს, ათას საქმეს შეჭიდებულ სამბოს, პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს, სამხედროებს, მეძავებს, მოახლეებს, მათ ოჯახებს… ყველას… მთელს ქვეყანას… და ჩვენც… იმიტომ, რომ დიქტატურა ყველგან ერთნაირია… სამხრეთ ამერიკასა თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებში ერთნაირად დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევენ დემონსტრანტებს (არეკიპას დარბევა საუკეთესო ეპიზოდი მგონია), ბინძური გზებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას… ყველგან… და ყოველთვის… მეტი
ქალაქი და ძაღლები
14 სექ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:აკრძალული წიგნების თარო, ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიო ვარგას ლიოსა, ქალაქი და ძაღლები
პერუ… ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებელი… ეს ის ადგილია, სადაც მარიო ვარგას ლიოსა სწავლობდა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მან ასე რეალისტურად აღწერა იქაური ყოფა… არც ისაა საოცარი, რომ ეს წიგნი აიკრძალა… მეტი
ცუდი გოგოსა და კარგი ბიჭის ოინები
15 თებ 2016 3 Comments
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიო ვარგას ლიოსა, ცუდი გოგოს ოინები
როგორ ფიქრობთ, არსებობენ იდეალური წყვილები? მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, თუმცა აქვს მარიო ვარგას ლიოსას – მისთვის კარგი წყვილი სადისტი და მაზოხისტია… დიახ, არ ვაჭარბებ. ცუდი გოგო სადისტია, კარგი ბიჭი კი – მაზოხისტი. მათ მრავალწლიან ურთიერთობას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მაშინ, როცა ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მოსკოვი, რომი, ვენა, ჰავანა და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ “მიწისძვრას” განიცდიდა, მხოლოდ ტკივილის მიყენებისა და ტკივილის განცდის მოყვარულებს შეეძლოთ ასეთი “რომანის” გაბმა… ან შეიძლება მე არ მესმის მათი – არ მესმის რატომ უნდა მიატოვო რიკარდოსნარი კაცი (ამდენჯერ) მხოლოდ იმიტომ, რომ ფუფუნებაზე ოცნებობ, ან რატომ უნდა დააბრუნო შენს ცხოვრებაში ქალი, რომელმაც უთვალავჯერ მიგატოვა… რატომ უნდა დაინგრიო ცხოვრება და დაუნგრიო სხვასაც? არ ვიცი… არ ვიცი რატომ ხდება ასე… მაგრამ ხომ ხდება…
P.S. ჩემთვის მარიო ისევ ცუდ ბიჭად რჩება 🙂 თქვენ კი დაიტერესების შემთხვევაში წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი გამომცემლობა “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.
საშემოდგომო მოგზაურობები
17 ოქტ 2014 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, თურქული, კოლუმბიური, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბეგბედერი, გაბრიელ გარსია მარკესი, ია ბერსენაძე, ინტელექტი, იცხოვრო რომ მოჰყვე, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაკულატურა, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, ფოთოლცვენა, ჩარლზ ბუკოვსკი, windows on the world
ჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? მეტი
ბოლო კომენტარები