პატარა ქვეყანა

გახსოვთ ლაშა ბუღაძის “პირველი რუსი” და მასთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალი? თავად მოთხრობა ალბათ ბევრს არც არავის დაამახსოვრდებოდა (ლაშამ მას შემდეგ ობიექტურად ბევრად უკეთესი ნამუშევრები შემოგვთავაზა – საუკეთესოზე კი – ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა – სწორედ ახლა გიყვებით), რომ არა მის ირგვლივ ატეხილი “ჩოჩქოლი”… პირადად მე ესეც ბუნდოვნად მახსოვს (ასაკიდან გამომდინარე, მოთხრობის წაკითხვა, რა თქმა უნდა, არ მიცდია), თუმცა მეხსიერებაში მაინც ჩამრჩა “დღესასწაულივით” ჩართულ ტელევიზორში ატეხილი აურზაური… და აი ახლა, წლების შემდეგ, ლაშა ისევ მიუბრუნდა თავისი ცხოვრების იქნებ გადამწყვეტ ეპიზოდს და ჩვენს თვალწინ გააცოცხლა ეპოქა – საბჭოეთის ბოლო და დამოუკიდებლობის პირველი წლები, ჩაბნელებული თბილისი და ახლადგამოჩენილი პოლიტიკოსები, ლიბერალები და სასულიერო პირები… გარემო, რომელშიც მოხდა ეს ყველაფერი – ახალგაზრდა მწერალი, რომელსაც გვერდს ახალგაზრდების ჯგუფი უმაგრებდა, ლამის ანათემას გადასცეს “მორალისა და რწმენის” დამცველებმა და რისთვის? ერთი პატარა მოთხრობისთვის, რომელიც სწორედ მათ აქციეს პოპულარულად, იმდენად პოპულარულად, რომ დღეს მას მთელი 500 გვერდი მიეძღვნა… მეტი