ლეას საათი

22552684ლეას საათი აწიკწიკდა… მოიქოქა საათი… ეს საათი იმ დღეს მოიქოქა, როდესაც უნგრელმა ლასლო ბაგარმა ფეხი დადგა ქართულ მიწაზე და არა მაშინ, როდესაც ლეა გამოჩნდა… დაიწყო მოძრაობა და აღარ დამთავრდა. სამი საუკუნის მანძილზე ბაგართა მრავალმა თაობამ სცადა აქ დამკვიდრება, “სარფიანად” დაქორწინება და დასაქმება, თუმცა ვერავინ მოახერხა… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… მეფის რუსეთის მსახურნი საბჭოეთის ბელადებს ამოუდგნენ მხარში, შემდეგ ეროვნულ მოძრაობას “გამოუცხადეს თანაგრძნობა”, სხვადასხვა პრეზიდენტსაც უერთგულეს… თუმცა ლეას საათი მაინც ვერ გააჩერეს… ბაგარების ცხოვრება მაინც არ შეცვლილა – დარჩა ისეთივე “აღვირახსნილი” და დაულაგებელი, როგორც სამი საუკუნის წინათ… ბაგართა სხეული მაინც არაფრით მიიღო ქართულმა მიწამ… ბაგარები მაინც ვერ გახდნენ ისინი, ვინც თავად სურდათ… ისევე როგორც კაშელები… More