ლედი ჯეინი და ლურჯი ყანჩა

18041182საბავშვო წიგნების წაკითხვა რომ არასდროსაა გვიან, ეს უძველესი სიბრძნეა და განმეორებას არ საჭიროებს. ჰოდა, ახლაც ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას სესილია ჯემისონს გადავაწყდი და “გზას გავუდექი”.

ქალბატონი სესილია ლედი ჯეინზე გვიამბობს. არა, ლედი ჯეინი დიდგვაროვანი არ გახლავთ (მას ასე მამამ შეარქვა). მისი ამბავიც ერთი შეხედვით ბანალურია – საბავშვო ლიტერატურაში ობოლი ბავშვების თემა ხომ ძალიან არის გავრცელებული… მაგრამ პატარა გოგონას ისტორია მაინც უზომოდ სასიამოვნოდ იკითხება (ბავშვებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ). შეუძლებელია, რომ მისი საყვარელი ლურჯი ყანჩა გაიცნოთ და გულგრილნი დარჩეთ. ლედი ჯეინის კეთილ მეგობრებსაც აუცილებლად შეიყვარებთ და მიხვდებით, რომ სიკეთე არასდროს იკარგება… მთავარია, გვჯეროდეს! მერე რა, თუ უკვე 20 წელს გადავაბიჯე… მე მაინც მჯერა!

P.S. ეს ძალიან კარგი საბავშვო წიგნი წლების წინ უთარგმნიათ ქართულად. რომელიმე გამომცემლობა კიდევ ერთხელ თუ მიაქცევს ყურადღებას, ურიგო არ იქნება.