ბავშვობიდან მიყვარდა ბნელით მოცული საქმეები და მათი ამომხსნელი გამომძიებლები – განსაკუთრებით, ჰოლმსი და პუარო. ასაკის მატებასთან ერთად ეს სიყვარული ცოტა გამინელდა, მაგრამ ბორის აკუნინმა მოახერხა ჩემი “შემობრუნება”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული “ჩახლართულობით” არ გამოირჩევა და დასასრულიც ხშირად აშკარაა, მაინც სიამოვნებით ვკითხულობ, მით უფრო მაშინ, როცა რაიმე მსუბუქი მჭირდება… ამ “მიმზიდველობის” მთავარი მიზეზი ერასტ ფანდორინია – ჩემი ბოლო ლიტერატურული სიყვარული 🙂 მეტი
ერასტ ფანდორინი
01 თებ 2013 14 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აზაზელი, აკუნინი, ალმასის ეტლი, აქილევსის სიკვდილი, დეკორატორი, თურქული გამბიტი, ინი და იანი, ლევიათანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეფედ კურთხევა ანუ ბოლო რომანებიდან, მთელი სამყარო თეატრია, ნეფრიტის კრიალოსანი, სამოქალაქო მრჩეველი, სიკვდილის მიჯნური კაცი, სიკვდილის მიჯნური ქალი, ფანდორინი, ყვავის ვალეტი, შავი ქალაქი
ივლისის მოგზაურობები
30 ივლ 2012 34 Comments
in ამერიკული, ბელგიური, გერმანული, ესპანური, თურქული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, არტურო პერეს-რევერტე, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, დოსტოევსკი, ზიუსკინდი, ლევიათანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვლელის ჰიგიენა, მტრედი, ნოტომი, ორჰან ფამუქი, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, ფანდორინი, ღირსების საქმე, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯილბერტი
ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…
ბოლო კომენტარები