ამბერის ქრონიკები

61996კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამბერში! თავს ცოტა უცნაურად გრძნობთ? არ შეგეშინდეთ! კარლ კორიც დაახლოებით ასე გრძნობდა თავს, როდესაც საავადმყოფოში გაახილა თვალი და მიხვდა, რომ არაფერი ახსოვდა. თითქოს საქმე უბრალო ოჯახურ დაპირისპირებასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია – ნუ იტყვით და თურმე დედამიწა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი ანარეკლი ყოფილა, კარლ კორი კი – ამბერის პრინცი კორვინი. სწორედ ის გვიამბობს სხვა პრინცებთან შუღლის, ავალონის თოფების, მარტორქის ნიშნის, ობერონის (ეს უკანასკნელი კორვინისა და სხვა პრინცებისა და პრინცესების მამა გახლავთ) ხელისა და ქაოსის კარის ამბავს… More

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 More