სიყვარულით, ენტონი

ლიზა ჯენოვას ალბათ იცნობთ. მისი “ჯერ კიდევ ელისი” თუ არ წაგიკითხავთ, ფილმი მაინც გექნებათ ნანახი, რადგან ჯულიანა მურის შესანიშნავად შესრულებულმა მთავარმა როლმა ყველა კინომოყვარული შეძრა. რა თქმა უნდა, ჯულიანა ძალიან კარგი მსახიობია, თუმცა რომ არა სცენარი, ის ვერ შეძლებდა ასეთი სახის შექმნას. სწორედ ლიზა ჯენოვას დამსახურებაა, რომ ალცჰაიმერით დაავადებული ელისის ამბავმა მსოფლიო მოიარა და წიგნის ფურცლებისა თუ ეკრანის გავლით უამრავ ადამიანში გამოიწვია დაუვიწყარი ემოცია. More

Advertisements

ახალი წელი 2015

desktop20christmas20trees20books204928x326420wallpaper_www-wallpaperfo-com_42ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… More

ჯერ კიდევ ელისი

ცოტა ხნის წინ ლავკრაფტის საშინელებებზე მოგიყევით და გითხარით, რომ “ლიტერატურული” და “კინო” შიშები ჩემთვის უცხო არ არის, თუმცა ყველაზე დიდ შიშს ზებუნებრივი არსებები სულაც არ იწვევენ. ბევრად უფრო საშიში ლიზა ჯენოვას “ჯერ კიდევ ელისია”. რატომ? ახლავე გიამბობთ…

ალცჰაიმერზე არასდროს მიფიქრია, რადგანstill-alice-geo-cover ოჯახში ასეთი დაავადება არავის ჰქონია. თუმცა ვინ იცის, რა იქნება მომავალში – ხომ შეიძლება ეს პირველად მოხდეს? სწორედ ამიტომ შემეშინდა, როცა ელისის ამბავი წავიკითხე (ჯერ ვნახე). ის ხომ ყოველმხრივ წარმატებული ახალგაზრდა ქალი გახლდათ (სულ რაღაც 50 წლის) – კარგი ოჯახით და სამსახურით… და უცებ რაღაც დაავიწყდა… ასეთი რამ ვის არ მოსვლია, მაგრამ სახლთან ახლოს დაკარგვა, ბლექბერის მაცივარში შედება, საკუთარი ქმრისა და შვილების დავიწყება, დროში დეზორიენტაცია საგანგაშოა და უფრო მეტიც – ეს ნაადრევი ალცჰაიმერია…  და მეც შემეშინდა, რომ ერთ დღეს შეიძლება საკუთარ სახლში სააბაზანოს ვერ მივაგნო ან სულაც სხვის სახლში მოვხვდე… შემეშინდა, რომ შეიძლება ელისივით ძლიერი არ აღმოვჩნდე და ბოლომდე ვერ ვებრძოლო დაავადებას, რომელიც ბოლოს აუცილებლად დამამარცხებს… შეიძლება არც ელისის მსგავსი ოჯახი მყავდეს – მისი ქმარ-შვილი ხომ მასთან ერთად ცდილობდა დასასრულის გადავადებას… უმწეობაზე უარესი არაფერია – პირადად მე მირჩევნია ქთულჰუს ან სხვა საშინელებას ვემსხვერპლო, ვიდრე ალცჰაიმერით ვიცხოვრო… ეს განაჩენია – სასიკვდილო განაჩენზე ბევრად უფრო მძიმე განაჩენი…

P.S. თუ ეს წიგნი არ წაგიკითავთ ან ფილმი  არ გინახავთ, აუცილებლაც მოიძიეთ. ძალიან დიდ ემოციას მიიღებთ.