ზაფხული ლიონებერგაში

ასტრიდ ლინდგრენი ნამდვილად ისეთი მწერალია, რომელიც დროსთან ერთად დავიწყებას არ მიეცემა. ეს კუნძულ სალტკროკაზე “მოგზაურობამაც” დაამტკიცა. ჰოდა, ამჯერად ლიონებერგაში გავემგზავრე 🙂 იქ ხომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი – ემილი სვენსონი მელოდა 🙂

კატჰულტში როგორც კი შევაბიჯე, კეპუკითა და თოფუკით შეიარაღებული ემილი “შემეფეთა”. თავით საწვნეში იყო გაჩხერილი… მერე იყო და ფრიად საეჭვო საქმეებში ჩამითრია – დაიკო იდა ფლაგშტოკზე ავწიეთ და სრული ბედნიერებისთვის ლურჯადაც შევღებეთ, ძეხვის მთელი მარაგი გავანადგურეთ, ჩვენი მეგობარი ალფრედის ძებნაში ქურდი დავიჭირეთ, მამას ათასი უბედურება დავაწიეთ (ისე, ჩვენში დარჩეს და ანტონ სვენსონი კარგი წუწურაქი ვინმე კი იყო), შინაური ცხოველები “მოვიპოვეთ”, კისელში “ვიბანავეთ”, ფოიერვერკი მოვაწყვეთ, თავშესაფრის გოროზი მმართველი “მოვათვინიერეთ”, სტომატოლოგის ხალათიც “მოვირგეთ”, კინაღამ პასტორის ცოლი “შემოგვეწვა”, დავთვერით კიდეც… More

Advertisements