25 ნოე 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა
ტეგები:100 ამბავი 100 ფეხბურთელი, არტანუჯი, ზვიად ბერეკაშვილი, თან საკითხავი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფეხბურთი
„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)
ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულება საიდუმლო არავისთვისაა. აწ უკვე 17 წელია აქტიური გულშემატკივარი ვარ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ ამ თემაზე დაწერილ წიგნს გვერდს ვერ ვუვლი. More
22 ნოე 2019
by Kejeradze
in ესპანური, ლიტერატურა
ტეგები:ანგელოზის თამაში, დავიწყებული წიგნების სასაფლაო, კარლოს რუის საფონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამოთხის ტყვე, ქარის აჩრდილი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საიდუმლოებით სავსე ქალაქში! გინდათ მითხრათ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ ედუარდო მენდოსასთან ერთად უკვე ვიყავით? მართალია, მაგრამ ბარსელონა ხომ ის ქალაქია, რომელიც თუ გაიცანი, თავს არასდროს დაგანებებს… ამიტომაც ის ხანგრძლივი თავგადასავალი, რომელსაც კარლოს რუის საფონი გვთავაზობს, განუმეორებელია! More
18 ნოე 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:აკა მორჩილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფარშავანგი
პირველი ქართული სტამბის შესახებ გსმენიათ? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ის 1708-1709 წლებში დაარსდა. სწორედ აქ დაიბეჭდა “სახარება”, “ვეფხისტყაოსანი” და სხვა წიგნები. მაგრამ რა ვიცით, რომ ასეა? ისტორიაც ხომ ადამიანების მიერაა დაწერილი… ვინ იცის რა არის დაკარგული, გამორჩენილი ან შეგნებულად გამოტოვებული… იქნებ სტამბა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და შემდეგ მისი კვალი დაიკარგა… არ იქნებოდა გასაკვირი, არა? ქართლის მეფე სიმონ I ხომ არ გახლდათ “იოლი” ბედის კაცი – მთელი ცხოვრება ბრძოლაში გაატარა… არც კახთ მეფეს ჰქონია მშვიდი ყოფა და არც საქართველოს სხვა სამეფოებში სუფევდა მშვიდობა… რატომ არ შეიძლებოდა, რომ ამ დროს გაურკვეველი “საზღვარგარეთიდან” უცნობი გზით, უცნობი მიზნით და უცნობი ადამიანების ჩარევით, სტამბა ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო და გამხდარიყო კიდევ ერთი მიზეზი იმ შინაომებისა, რაც ჩვენში არასდროს უკვირდათ? სიმართლეს ვეღარ გავიგებთ, თუმცა კი შეგვიძლია, რომ რამდენიმე საათი შეუდარებელ მთხრობელთან (კითხვის დროს თითქოს მისი ხმაც კი ჩამესმოდა) – აკა მორჩილაძესთან ერთად გავატაროთ და ნამდვილ თუ გამოგონილ მეფეებთან, დედოფლებთან, დიდგვაროვნებთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად გავყვეთ პირველი ქართული სტამბის შესაძლო გზას…
15 ნოე 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:გიორგი კეკელიძე, გურია, გურული დღიურები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L
“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე. More
11 ნოე 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ალეკო შუღლაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ქრონიკული დაღლილობის სურნელი
ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… More
08 ნოე 2019
by Kejeradze
in ესპანური, ლიტერატურა
ტეგები:ბარსელონა, ედუარდო მენდოსა, ინტელექტი, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საოცრებათა ქალაქი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა… More
04 ნოე 2019
by Kejeradze
in კოლუმბიური, ლიტერატურა
ტეგები:გაბრიელ გარსია მარკესი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარტოობის ასი წელი, პატრიარქის შემოდგომა
მაკონდოში წვიმს… წვიმს და წვიმის წვეთებს მიჰყვებიან ბუენდიები… ხის ქვეშ ზის ხოსე არკადიო… ურსულა ბრმად იკვლევს გზას სახლში და იმ დღეს წყევლის, როცა “უმანკოების ქამარი” გაიხადა… პოლკოვნიკი აურელიანო საკუთარ შექმნილ წრეში ზის, ოქროს თევზებს აკეთებს და იმ დღეს იხსენებს, როცა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომმა ის შორეული საღამო გაიხსენა, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად… ამარანტა საკუთარ სუდარას ქსოვს და აღსასრულს ელოდება… მშვენიერი რემედიოსი ქარს მიჰყვება… ნელ-ნელა იცვლება დრო, მაგრამ უცვლელია მაკონდო, მარტოობა და წინასწარმეტყველება, რომ “„გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანსაკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“… More
28 ოქტ 2019
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ალბერ კამიუ, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო
“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ” – რას გეუბნებათ ეს ფრაზა? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სიტყვების ავტორი? ზუსტად ისეთი, როგორიც მერსოა… დიახ, მერსოსთვის უცხოა ყოველგვარი გრძნობები, წესები… ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადია მისი ურთიერთობა ქალთან, დედასთან, იმ ადამიანთანაც კი, რომელსაც ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო კლავს… მან ხომ მზე დაუჩრდილა, ანუ ის ერთადერთი, რაც უყვარდა საძულველი ჩრდილით დაუფარა… და რას ფიქრობთ, რას იმსახურებს მერსო – სიკვდილს თუ სიცოცხლეს? რას იმსახურებს უცხო, რომელიც სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიც კი უარყოფს ღმერთს, არ გვიხსნის საკუთარ სულს და არ ტირის დედის დაკრძალვაზე? რას იმსახურებს მერსო, რომელიც საზოგადოებისთვის გულქვაა? ამას თავად გულქვა საზოგადოება გადაწყვეტს… თუმცა ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება – განვსჯით უცხოს, სახელად მერსოს თუ ხელს გავუწვდით მას… More
25 ოქტ 2019
by Kejeradze
in თურქული, ლიტერატურა
ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნარჩიტა, რეშად ნური გიუნთექინი
თურქეთი ჩვენში ძალიან პოპულარული ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია და შესაბამისად მარტივად მოსანახულებელიც (დროის, ფინანსური თუ გეოგრაფიული კუთხით), მის წინ წამოწევას ხელი განსაკუთრებით შუწყო ტელესერიალებმა. თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების საპნის ოპერებს არაფრით აღემატება… აი ლიტერატურა კი ნამდვილად კარგი აქვთ… More
Previous Older Entries
ბოლო კომენტარები