ბედნიერების რეცეპტი გავალდასგან

რას ფიქრობთ ანა გავალდაზე? ძალიან უბრალო მწერალია, არა? ერთი შეხედვით მის წიგნებში ახალს ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ჩემთვის სწორედ ესაა მისი მთავარი ღირსება. რატომ? ახლავე გიამბობთ. More

Advertisements

ორი ამბავი თურქეთიდან

7997061ტელევიზორს თუ ხშირად უყურებთ (ან თუნდაც იშვიათად), შეამჩნევდით, რომ ჩვენში ასე პოპულარული სერიალები სამხრეთ ამერიკიდან თურქულმა და ინდურმა ტელენოველებმა ჩაანაცვლა. მე თუ მკითხავთ, ამ ცვლილებას სასიკეთო არაფერი მოუტანია – პირიქით, დაბალი ხარისხის ხელოვნებას (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) კიდევ უფრო შევეჩვიეთ… არადა, ორივე ქვეყანა საოცრად საინტერესო ისტორიისა და კულტურის პატრონია (ზემოთხსენებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსგავსად). ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ მათ ლიტერატურას გაეცნობით. More

სამი ქართული ამბავი

“მე უკვდავებისათვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე” – წარწერა აჰმედ მელაშვილის საფლავზე

17795922_1498740113477888_912654358826271059_n

გსმენიათ აჰმედ მელაშვილის, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას სახელები? პირადად მე მათზე არაფერი ვიცოდი, სანამ გიორგი კალანდიას წიგნის შესახებ შევიტყობდი. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ისევე როგორც ყველა, კარგად ვიცნობ და ვაფასებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე “პალიტრა L”-ს მიერ შემოთავაზებული გამოცემის წაკითხვა. More

ბილ ჰოჯიზის დაბრუნება

გახსოვთ ბილ ჰოჯიზი? მისი და მისტერ მერსედესის სისხლიანი დაპირისპირების ამბავი თუ წაგიკითხავთ, ნამდვილად ვერ დაივიწყებდით. ჰოდა, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს – ბილი დაბრუნდა! More

ქართული პროზის მივიწყებული საგანძური

ქართულ ლიტერატურას ასე თუ ისე ყველა კარგად იცნობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი საგანია და იძულებით ვსწავლობთ, ვკითხულობთ “სპეციალისტების” მიერ განსაზღვრულ პროგრამას და, როგორც წესი, ვერ ვიგებთ, ვერ ვიყვარებთ მწერლებს, რომლებმაც რეალურად გენიალური ნაწარმოებები დაგვიტოვეს (მათდამი პატივისცემა უკვე მერე – ზრდასრულ ასაკში – “მოდის”). ისეთი ავტორები კი, რომლებიც ვერ მოხვდნენ “რჩეულთა” შორის, საერთოდაც ყურადღების მიღმა გვრჩებიან. სწორედ ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად რამდენიმე წლის წინ “პალიტრა L”-მა სერია “ქართული პროზის საგანძური” შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი და ასევე ოდნავ მივიწყებული ქართველი პროზაიკოსები გააერთიანა. More

ექიმი ჰეილი

დიდი ხანი არ არის, რაც მისტერ არტურ ჰეილი გავიცანი. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, თუმცა მასთან “დამეგობრება” უკვე მოვასწარი. მისი “საქმიანი” წიგნები ერთი შეხედვით მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება… თან კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ის თავად მუშაობდა აეროპორტში, სასტუმროში, ბანკში, ტელევიზიაშიMore

სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა… More

თბილისური სპილო

…მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა. ჩემი მეგონა ეს ქუჩები და ძველი სახლების სადარბაზო შესასვლელები, სადაც ერთთავად საამო სიგრილე დგას, იატაკის მოზაიკაზე კი უცხო, მაგრამ თბილი და ალერსიანი სიტყვა SALVE წერია. ის უცნაური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი, უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა, თურმე, მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმრივითღა თუ გაგახსენდება შენი მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი, ან თუნდაც, ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ. (ნუგზარ შატაიძე – “ბუკინისტების საძმო”).

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში! არა, იმ ქალაქში არ გეპატიჟბით, რომელიც ბეტონის ჯუნგლებად ქცეულა და გამონაბოლქვით გაჟღენთილა. მე სულ სხვა რამ მინდა შემოგთავაზოთ – გავისეირნოთ “გადამდგარ” რეჟისორთან ერთად ქუჩებში, რომლებიც სამხრეთული სპილოს მსგავსად ერთდროულად წარსულიცაა, “გაშეშებული” აწმყოც და “გაურკვეველი” მომავალიც… More

სტუმრად ილეუსში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ილეუსში – კაკაოს სავანეში! ოღონდ ფრთხილად იყავით! ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროვინციული ქალაქის ქუჩებში უამრავი საფრთხე გელით წინ – შეიძლება მიხაკის სურნელისა და დარიჩინისფერი კანის მქონე გაბრიელამ სამუდამოდ მოგპაროთ გული (თუ მამაკაცი ბრძანდებით) ან შავი შური აღგიძრათ გულში (თუ ქალბატონი ხართ)… შესაძლოა ბრმა ტყვია მოგხვდეთ – ამ ქალაქში ხომ მოღალატე ცოლისა და მისი სატრფოს მოკვლა, საყვარლისა და მისი “მიჯნურის” ან სულაც საკუთარი ქალიშვილის ცემა ჩვეულებრივი ამბავია და ვაჟკაცობადაც ითვლება… არც ის გააოცებს ვინმეს, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთს მკვლელებს მოუგზავნიან… აქ ხომ ოდითგან ასეთი “პატრიაქატი” სუფევს და ამიტომაც უკვირთ, თუ ვინმე არაბად წოდებული ნასიბივით უარს იტყვის ძალადობაზე, მუნდინიოსავით პროგრესს დაუჭერს მხარს და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში… ეს არ არის მარტივი, მაგრამ პროგრესის გემი ილეუსის ნაპირთანაც უნდა მიცურდეს… More

როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი

ხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, თუმცა ასევე ხშირად თავადვე ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ძალიან კარგ კრებულებზე გიამბობთ ხოლმე 🙂 ახლაც ზურა აბაშიძის სადებიუტო მოთხრობებზე უნდა ვისაუბროთ და კიდევ ერთი თანამედროვე ქართველი ავტორი შევაქოთ 🙂 More

Previous Older Entries