ომზე ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, ფილმიც უამრავი გვინახავს. ამ წიგნებსა და ფილმებში პერსონაჟები ბრძოლის ველზე სიკვდილს უყურებენ თვალებში ან სახლებში ელოდებიან ომის შემოჭრას, ან კი ომიდან ბრუნდებიან და ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში… ჯონ მაქსველ კუტზეემ კი სულ სხვა კუთხით გვიჩვენა აპართეიდის ეპოქის ომის სიმწვავე – მან მთავარ გმირად ყურდღლისტუჩიანი და გონებასუსტი მაიკლ კეი აირჩია, რომლის ცხოვრებაც სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცუდ დროებას დაემთხვა. მისი ცხოვრების აღწერისას კუტზეემ გვერდი აუარა სისხლიან შეტაკებებს, თუმცა სწორედ ასე შეძლო საუკეთესოდ ომის სისასტიკის, იმ საშინელებების ჩვენება, რაც ომს ახლავს თან. მაიკლ კეი, რომელიც დედის ფერფლს სამშობლოში “მიასვენებს” თავისი სიჩუმით, შეუმჩნევლობით ყველაზე ხმამაღლა “ყვირის”, ხმამაღლა გვეუბნება, რომ არაფერი უნდა – არც კურდღლის ტუჩის მოშორება, არც სამუშაო და საკვები. მას მხოლოდ ფესვებთან, მიწასთან დაბრუნება უნდა, ამ მიწისა და საკუთარი ოფლის წყალობით მოპოვებული მცირედი საზრდოთი არსებობა… მას მხოლოდ თავისუფლება სურს, სხვა არაფერი… ჩუმი, უსიტყვო თავისუფლება იქ, სადაც ცას სროლის ხმა გადაუვლის, სადაც ადამიანები იხოცებიან… More
მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
11 Feb 2019 Leave a comment
in ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გია ბერაძე, თამარ ბაბუაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მაიკლ კეის ცხოვრება და დროება, ჯონ მაქსველ კუტზეე
თუ ზამთრის ღამით მოგზაური
04 Feb 2019 Leave a comment
in იტალიური, ლიტერატურა Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თუ ზამთრის ღამით მოგზაური, იტალო კალვინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, ხათუნა ცხადაძე
“-იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი-ეს სწორედ ისა,ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს-სასწაულია და მეტსაც გეტყვი,ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.” (გურამ დოჩანაშვილი – “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”)
რა არის თქვენთვის ლიტერატურა? უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება თუ ბუნებრივი მოთხოვნილება? ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ, რომ იტალო კალვინოს “თუ ზამთრის ღამით მოგზაური” გადაშალოთ, კარგად მოემზადეთ! ეს ისეთი წიგნია, რომელშიც მთლიანად უნდა ჩაიძიროთ… წიგნი? არა, ალბათ ეს არ არის შესაფერისი არსებითი სახელი, უფრო სწორად კი, რიცხვი. წიგნები უფრო ზუსტი იქნება… რადგან იტალო კალვინომ (ან უფრო განგებამ მისი ხელით) ასე ინება – მან გადაწყვიტა, რომ თავისი წიგნის პერსონაჟებად წიგნები და მკითხველები შეერჩია, თან ისეთი მკითხველები, როგორებიც თავად ვართ. დიახ, დიახ, კითხვის პროცესში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, თუმცა კი ლამის მთელს ცხოვრებად აღიქმება, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ მკითხველები ჩვენ ვართ. ჩვენს ცხოვრებაში ხდება ის, რაც, კარგად თუ დავფიქრდებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ამ “პროფესიის” ადამიანებისთვის – დაწყებულ წიგნს ვერ ვასრულებთ! წიგნები მუდამ ყველაზე საინტერესო ადგილას წყდება და ეს ერთგვარ წყევლად იქცევა (აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება ერთხელ შეგხვდეს ცუდად დაბეჭდილი წიგნი, მეორედ, მაგრამ სისტემატურად?), რომელიც მკითხველთა ცხოვრებას სულ ახალ აზრს სძენს – ჩასწვდნენ ამ ერთი შეხედვით მისტიკასთან ახლოს მყოფ მოვლენას და როგორმე იპოვონ წიგნების დასასრული. იპოვიან? ვიპოვით? და საერთოდ შეიძლება დასასრულის პოვნა? More
რასელის გოგონები
05 Oct 2018 1 Comment
in ამერიკული, ლიტერატურა Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გოგონები, ემა კლაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, ნინო ტეფნაძე
1969 წელს მსოფლიო აშშ-ში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი შერონ ტეიტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი უცნობებმა დახოცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა პირველი და უკანასკნელი დანაშაული, რომლებიც ჩაიდინეს ჩარლი მენსონის მიმდევრებმა – ე.წ. “მენსონის ოჯახის” წევრებმა. More
ვიქნები თუნდაც შტილერი
04 Jun 2018 Leave a comment
in ლიტერატურა, შვეიცარიული Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიში, შტილერი
ვინ არის შტილერი? ის მოქანდაკეა, ამავე დროს მშვენიერი ბალერინის ქმარი, სიბილას საყვარელი, შვეიცარიის მოქალაქე… მაგრამ არსებობს კი ის? ოფიციალურად შტილერი ექვსი წლის წინ დაიკარგა, თუმცა ახლა “შტილერობაში” ბრალს ამერიკის მოქალაქეს – ვაითს – სდებენ… არის კი ის გაუჩინარებული შტილერი? თუ სინამდვილეში ის ამერიკელია და მისი ცხოვრება თავგადასვლებითაა სავსე? More
ჩხერკეთელაობა
28 May 2018 Leave a comment
in ბრიტანული, ლიტერატურა Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თამარ ჯაფარიძე, ირვინ უელში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, ჩხერკეთელაობა
ნარკომანიაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი. ეს თემა ერთგვარად გაცვეთილიც კია კინოსა და ლიტერატურაში, თუმცა მაინც არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც ღრმად აღწევენ ჩვენს გონებაში და დაუვიწყარ ემოციას იწვევენ. სწორედ ასეთი ნაწარმოები შექმნა ირვინ უელშმა… More
წვრილმანების ღმერთი
30 Mar 2018 Leave a comment
in ინდური, ლიტერატურა Tags: არუნდატი როი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თამარ ჯაფარიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, წვრილმანების ღმერთი
ინდური ფილმები ალბათ ყველას გვინახავს. ბოლივუდის ზღაპრული ამბები ახლა უკვე ტელესერიალებში “გადაიზარდა” და კიდევ უფრო დაშორდა რეალობას, თუმცა თუ ინდურ ლიტერატურას (მაგალითად, თაგორს ან რუშდის) იცნობთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რომ ნამდვილი ინდოეთი საერთოდ არ ჰგავს ეკრანიდან “მომზირალს”. სინამდვილეში ქალები არ ატარებენ დღეებს ცეკვა-სიმღერაში, არც მამაკაცები არიან “სუპერმენები” და ვერ უმკლავდებიან ას მეტოქეს ერთი დარტყმით… ყველაფერი სულ სხვანაირადაა… ზუსტად ისე, როგორც არუნდატი როის წიგნში… More
შიშველი საუზმე
15 Dec 2017 Leave a comment
in ამერიკული, ლიტერატურა Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, უილიამ ბეროუზი, შიშველი საუზმე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჯანქ-სამყაროში”! მიირთვით შიშველი საუზმე! დაიხ, დიახ, გადაიღეთ, არ მოგერიდოთ! მისტერ ბეროუზი სუფრასთან გიწვევთ, რათა მასთან ერთად კიდევ ერთხელ დააგემოვნოთ “ჯანქ-კერძები”… კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ჯანქი… რას ნიშნავს “ჯანქზე შეჯდომა”, “ლომკა”, ბუნდოვანი ცხოვრება, რომლის აზრიც მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს – ჯანქში… და როგორია ჩაშვება – ბოლომდე ჩაფლობა უფსკრულში, რომლიდანაც ვერავინ ამოვა… უფრო სწორად, თითქმის ვერავინ, რადგან მისტერ უილიამი ამოვიდა… ამოვიდა, რათა შემდეგ მივეწვიეთ შიშველ საუზმეზე… More
უბედური სიყვარული ჰამსუნისგან
27 Oct 2017 Leave a comment
in ლიტერატურა, ნორვეგიული Tags: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვიქტორია, კნუტ ჰამსუნი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, პანი
ნორვეგიელ ნობელიანტ კნუტ ჰამსუნს ალბათ ყველა ლიტერატურის მოყვარული იცნობს, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს მის შემოქმედებას (ხელოვნება ხომ ზოგადად ძალიან სუბიექტური რამაა). ჩვენთან განსაკუთრებული პოპულარობით “მისტერიები” სარგებლობს, მაგრამ პირადად მე ყვითელკოსტუმიანი იოჰან ნაგელის მართლაც ძალიან საინტერესო ამბავს მაინც “შიმშილი” მირჩევნია (“მიწის მადლი” ჯერ არ წამიკითხავს და ვერ შევაფასებ). სწორედ ამ ორმა სასიამოვნო “გამოცდილებამ” (რასაც ვერ ვიტყვი მის ჩანაწერებზე კავკასიაში მოგზაურობის შესახებ) გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ ნორვეგიაში გამგზავრება და ჰამსუნის სამყაროში “შეხედვა”… More
Recent Comments