“ახალი” ასტრიდი

7038ab131d7017451225df75f1a7915dასტრიდ ლინდგრენისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის. ბავშვობაში რაც ხელთ ვიგდე, ყველაფერი წავიკითხე და საყვარელი წიგნების გადაკითხვაც ფრიად სასიამოვნო საქმიანობა მგონია, თუმცა რამდენიმე ისეთი წიგნიც აღმოვაჩინე, რომლებიც თავის დროზე გამომრჩა და სასწრაფოდ “გავუდექი გზას”.

“ცეროდენა ნილს კარლსონმა” ის ბედნიერი დრო გამახსენა, ზომიერად ფერხორციან  კარლსონთან ერთად სახურავზე რომ გახლდით მოკალათებული 🙂 იქნებ ასტრიდმა სწორედ ნილს კარლსონის თემა განავრცო რამდენიმე წლის შემდეგ დაწერილ წიგნში… მაგრამ ასეა თუ ისე, ეს ცეროდენა ვაჟბატონი ფრიად სიმპათიური ვინმე აღმოჩნდა. საცხოვრებელი ადგილიც კარგად შეურჩევია – ზუსტად იმ ბიჭუნას ოთახში დასახლდა, რომელსაც პატარა დაიკო გარდაეცვალა და მთელს დღეებს მარტო ატარებდა. შემდეგ დროებით მისი “დაპატარავებაც” მოახერხა და მშვენივრადაც ერთობოდა მასთან ერთად თავის ერთი ციდა ოთახში… ნილს კარლსონმა მთავარი რამ მოახერხა – სევდიან ბიჭუნას ღიმილი და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა… More

Advertisements