შობა დიდი დღესასწაულია… ძალიან დიდი დღესასწაული… ევროპასა და ამერიკაში 25 დეკემბერს ყველა განსაკუთრებული სიხარულით ხვდება (ჩვენ რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს 7 იანვარს, ცოტა არ იყოს და გაუგებარია, მაგრამ ამაზე სხვა დროს) – მათ შორის მარჩებიც…
მარჩები მე-19 საუკუნის ამერიკაში ცხოვრობდნენ. მამა ომში წავიდა, დედა კი ოთხ ქალიშვილთან ერთად შინ დარჩა… მერედა რა დედა (ნამდვილი დედის ეტალონი) და რა განსხვავებული ქალიშვილები შექმნა ლუიზა მეი ოლკოტმა (უფრო სწორად, საკუთარი ოჯახის მაგალითზე გამოძერწა) – რომანტიკული მეგი, “ფემინისტი” ჯო, მორიდებული ბესი და ზრდილობიანი ემი… ბევრი მას ზედმეტად წესიერი გმირების შექმნაში “ადანაშაულებს”, თუმცა, მე თუ მკითხავთ სულაც არ არის ასე. მეგი ცოტათი ამპარტავანია, ჯო – თავნება, ემი კი – ეშმაკი. თუმცა ისინი ამ თვისებების დაძლევას ცდილობენ და საქმეც სწორედ ამაშია… სწორედ ამიტომ არის ასეთი სასიამოვნო საკითხავი მარჩების ამბავი – პატარა ქალების ამბავი, რომლებმაც შობას მოგვობა გადაწყვიტეს და მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ… წინ მამის დაბრუნებისკენ, პირადი ბედნიერებისკენ…
P.S. ვინ თქვა, რომ ეს წიგნი საბავშვოა და ზრდასრულ ადამიანებს არ მოეწონებათო? პირიქით – ჭეშმარიტი სადღესასწაულო წიგნია. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, სცადეთ. კარგად დაისვენებთ 🙂
ბოლო კომენტარები