წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
დოსტოევსკი და და ვინჩი ფროიდის თვალით
18 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დოსტოევსკი და მამის მკვლელობა, ზიგმუნდ ფროიდი, ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, რჩეული შრომები, et cetera
ზიგმუნდ ფროიდის შესახებ ალბათ ყველას სმენია, თუმცა მისი ნაშრომების გაცნობა მარტივი საქმე არ გახლავთ. კარლ გუსტავ იუნგის მსგავსად, ისიც ფსიქოანალიზის სიღრმეებში გვეპატიჟება და ხშირად საკამათო იდეებს გვთავაზობს (ოღონდ ერთ ცნობილ ადამიანს ნუ მივბაძავთ და ნუ გავაკრიტიკებთ))), მათ შორის ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანების შესახებ. მეტი
დიურენმატის სამყარო
11 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დავალება, დიოგენე, დიურენმატი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მინოტავრი, et cetera
ფრიდრიხ დიურენმატი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ავარია” წავიკითხე და “ვიზიტი” ვნახე… და ახლა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეტი
მეტამორფოზის სიმბოლოები
07 ივლ 2017 %(count)s კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დიოგენე, კარლ გუსტავ იუნგი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მეტამორფოზის სიმბოლოები, et cetera
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მალე კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებზეც” გიამბობდით, რომელიც ასევე “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ფარგლებში გამოვიდა და რომ ბატონი ალენის წიგნი ერთგვარი მომზადება გახლდათ უფრო სერიოზულ ნაშრომთან შეჭიდებამდე… მეტი
შეუცნობელი ნოსტალგია გერმანულად
23 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ემიგრანტები, ვ.გ. ზებალდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე
“გაანადგურეთ, რაც ბოლოს მოხდა,მოგონებებს ნუ ახლებთ ხელს”
ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე? ალბათ ერთხელ მაინც ასეთი შესაძლებლობა ყველას დაგვიშვია, თუმცა პირადად მე მილან კუნდერას “შუცნობელის” შემდეგ ქვეყნის დატოვება აზრადაც კი არ მომდის. ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნების” შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია… ახლა კი, როდესაც “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტებიც” შემოგვთავაზა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი… მეტი
მთვარეულები
21 ნოე 2016 %(count)s კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მთვარეულები, ჰერმან ბროხი
პაზენოვი, ეში და ჰუგუენაუ… 30 წლის მანძილზე ეს ადამიანები მთვარეულებივით დადიან გერმანიის ქუჩებში და მათ (და ჩვენს) თვალწინ ირღვევა ყველაფერი – რომანტიკაც, ანარქიაც, საქმიანობაც… 1918 წელს, როდესაც ამ სამი ადამიანის გზები იკვეთება, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, ომმა ყველაფერი გაანადგურა… არც პაზენოვის რომანტიკა სჭირდება ვინმეს (30 წლის წინათ ის ხომ იხლიჩებოდა ორი ტიპის ქალს, ორი ტიპის ცხოვრებას, მუნდირსა და “სიშიშვლეს” შორის), არც ეშის ანარქია (რომელიც ასევე იხლიჩებოდა ორ ქალსა და ორი ტიპის ცხოვრებას შორის, ყველასა და ყველაფერთან ბრძოლას, ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა და სულ სხვა რამ შერჩა) და არც ჰუგუენაუს საქმიანობა… თუმცა არა… სწორედ ჰუგუენაუს მსგავსი ხალხის დრო დამდგარა. სწორედ მისნაირი ადამიანები ახერხებენ გადარჩენას. ეს იმიტომ, რომ ფასეულობათა რღვევის ეპოქაში “მე” განადგურებულია და წინსვლის საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი – დეზერტირობაზე, მაქინაციებზე, ტყუილზე, მკვლელობაზე, შანტაჟზე, რწმენის შეცვლაზე… სხვას რას უნდა ელოდოს ადამიანი მაშინ, როდესაც სამხედროები ღირსეული ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთს აირით წამლავენ… ბავშვებიც კი გაბოროტებულან, დიდები კი, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სულიერების ნატამალი, წინ ვერაფერს ხედავენ – მხოლოდ ომსა და სიბნელეს… მხოლოდ სიბნელეში მოხეტიალე მთვარეულებს… მეტი
ბოლო კომენტარები