სტალინური კულტура

“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი

“თეთრი სერია” – გაგრძელება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალები რას ნიშნავს ჭეშმარიტი მკითხველებისთვის, ალბათ კარგად მოგეხსენებათ. ეს არის დღეები, როდესაც “ლიტერატურული შიმშილით” შეწუხებული კლიმები ექსპო-ჯორჯიას პავილიონის აუტანელ სიცხეში დავეხეტებით და უკან რამდენიმე კილოგრამით დამძიმებულნი მოვდივართ. აი, წიგნის დღეებზე კი ამას ვერ ვიტყვით – სიახლეების არარსებობის გამო მხოლოდ “გამოტოვებები” შევავსეთ… თუმცა არც ესაა ურიგო ამბავი, მით უფრო, როცა აკა მორჩილაძის მსგავს პროდუქტიულ მწერალთან გვაქვს საქმე 🙂 მეც არ დავახანე და მისი ოთხი წიგნი გამოვაყოლე ხელს, მათ შორის, “თეთრი სერიის” სამი “წარმომადგენელიც”. მეტი