მოგზაურობა ფრანგ ქალებთან ერთად

სიმონა დე ბოვუარის “სასოწარკვეთილი ქალი” – საკმარისია ირგვლივ მიმოიხედოთ და ამ წიგნს ცოცხლად დაინახავთ. ჩვენთან, ისევე როგორც სიმონა დე ბოვუარის და მისი გმირის სამშობლოში, უამრავი სასოწარკვეთილი ქალია. ისინი 40 წელს სულ ცოტა ხნის წინ გადასცდნენ და თითქოს ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათი ცხოვრება დასრულდა. მონიკიც ასეა – მას ქმარმა უღალატა და სულ მარტო აღმოჩნდა ჩაკეტილი კარის პირისპირ, რომლის მიღმაც მომავალი დარჩა… ქალმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირა, ვერა და ვერ გაბედა ამ კარის გაღება, ვერც ქმრის გაშვება… უბრალოდ ჩაეფლო სასოწარკვეთილებაში… ალბათ ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობაა, თუმცა მგონია, რომ მაინც უნდა წასულიყო მომავლისკენ, მაინც უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება უღირსი კაცის გარეშე – ცხოვრება და არა არსებობა… More