ღიმილის მტვერი

”თუ ღმერთი არსებობს, ის არ უნდა ამსხვრევდეს და არ უნდა სპობდეს ადამიანებს – მისსავე ქმნილებებს. მე გულწრფელად მწამს, რომ ის არსებობს. მას შეუძლია გარდაქმნას თავისი ქმნილება ტანჯვის გზით, რომელიც ცოდნის გზაცაა. მაგრამ არა სამარადისო განწირვით!”

shop_product_image_1023მარი მეტრაიე 1901 წელს დაიბადა შვეიცარიის მთებში. ის არც მწერალი გახლდათ, არც მსახიობი… მისი ცხოვრება თითქოს საინტერესო სულაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ მარი ქალი იყო, ძალიან ძლიერი ქალი…

სწორედ მარის განსაკუთრებულობის გამო გადაწყვიტა მარი-მაგდელენ ბრუმანმა მისი მონაყოლის ჩაწერა და შემოგვინახა კელტური ლეგენდები, მეტრაიეთა ოჯახისა და გარშემომყოფთა ამბები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარი – ქალი, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. მან გადალახა ყველა წინააღმდეგობა და სამშობლოს დატოვების გარეშე მიაღწია თავის წილ პატარა წარმატებას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან მარი არ ჰგავდა სხვებს – ის მცენარეებსა და ფერიებს ესაუბრებოდა, არ იყო გამოკეტილი საზოგადოებრივ და რელიგიურ ჩარჩოებში… ის თავისუფალი გახლდათ! More