ტომ? პასუხი არ არის! ტომ? პასუხი არ არის! გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ეს ტომ სოიერია – მხაირული და საზრიანი ბიჭი ამერიკიდან! ბიჭი, რომელიც ზუზუნა კარლსონის და თავნება პეპის შემდეგ მესამე საყვარელი ლიტერატურული გმირი იყო, რომელიც გავიცანი… მეტი
მხიარული ბიჭი ამერიკიდან
11 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკ ტვენი, ტომ სოიერის თავგადასავალი
ტომ სოიერისა და ჰეკ ფინის დაბრუნება
22 ივნ 2018 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკ ტვენი, ტომ სოიერი გამომძიებელი, ტომ სოიერი საზღვარგარეთ, ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
ბავშვობაში სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარდათ ლიტერატურა, ტომ სოიერი და ჰეკ ფინი არ დაგავიწყდებოდათ. მათი თავგადასავლები ხომ ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია. მათთან ერთად ვატარებდით 90-იანების ბნელ ღამეებს და სანთლის შუქზე მივუყვებოდით გზას გამოქვაბულის სიღმეებში ან მისისიპის გასწვრივ, გულიანად ვიცინოდით (დღემდე ვერ ვიკავებ თავს, როცა ტომის თითის ამბავი მახსენდება) ვებრძოდით უსამართლობას და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვიმარჯვებდით…. მეტი
ამერიკული ნოველა
16 დეკ 2016 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დოყლაპია უილსონი, ვარდი ემილისთვის, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკ ტვენი, მშვიდობით კოლამბუს, პალიტრა L, როცა ღამდება, სასტუმრო რიცისოდენა ალმასი, უილიამ ფოლკნერი, ფილიპ როთი, ფიცჯერალდი
ალბათ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, ისტორია 240 წლის წინათ იწყება. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალგაზრდა, თუმცა ვერაფრით დავეთანხმებით ბევრის მოსაზრებას, რომ ასეთი “ასაკის” ქვეყანასთან მეგობრობა ჩვენს “ღირსებას” ჩრდილს აყენებს. ასეთი იდეების გამხმოვანებლები რატომღაც არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ 3 საუკუნეზე მცირე დროში აშშ-მ მოახერხა როგორც ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ასევე მსოფლიო კულტურის გამდიდრება დიდებული ლიტერატურითა და მუსიკით… მათი ასეთი დამოკუდებულების მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ არც ისტორია აინტერესებთ, არც ნიუ-ორლეანში შექმნილი ჯაზი ანიჭებთ სიამოვნებას და არც ამერიკელი მწერლების განუმეორებელი ნამუშევრები წაუკითხავთ. ამის გამოსწორება არასდროსაა გვიან. დასაწყისისთვის კი ყველაზე მარტივი ნამდვილი ამერიკული ნოველების წაკითხვა იქნება. მეტი
მეფე ართური და ამერიკა
29 აგვისტო 2014 2 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:კონეკტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე, ლეგენდები მეფე ართურსა და მრგვალი მაგიდის რაინდებზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკ ტვენი, ჯონ სტაინბეკი
სათაურს რომ წაიკითხავთ, ალბათ იფიქრებთ, მეფე ართურს ამერიკაში რა უნდაო 🙂 ეს ნახევრად ლეგენდარული მეფე ხომ კამელოტში ცხოვრობდა… სამაგიეროდ მისი პირველი მინისტრი (მარკ ტვენის მიერ შექმნილი) გახლდათ წმინდა წყლის ამერიკელი – შუაგული კონეკტიკუტიდან. თან ეს ბატონი იანკი მე-6 საუკუნის კამელოტში მე-19 საუკუნიდან მოხვდა და სხვა რაღა დარჩენოდა – პროგრესი უნდა დაენერგა რომანტიკოსი რაინდებით დასახლებულ ქვეყანაში. მანაც არ იზარმაცა და ისეთი “ჯადოსნური” ნივთები შემოიტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ “აფერისტი ჯადოქარი” მერლინიც კი დაჩრდილა. 13 საუკუნით ადრე შეიქმნა ტელეფონი, ელექტროენერგია, მძიმე საჭურველი და შუბი თანამედროვე იარაღმა ჩაანაცვლა…მოკლედ, კამელოტი სულ მთლად გადასხვაფერდა და ჯერ აღმოუჩენელ ამერიკას დაემსგავსა, მაგრამ არსებობს ისტორიის ეპიზოდები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის… მეტი
ბოლო კომენტარები