ძვირფასო ჩარლი!
მისტერ ჩბოსკიმ გადმომცა შენი წერილები და ახლა მე გწერ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო გულწრფელობისთვის. შენმა მონათხრობმა ნათლად დამანახა ამერიკელი თინეიჯერების ყოფა… ნაწილობრივ, ალბათ ჩემი წარსულიც. ორი დღით შენი ცხოვრება ჩემი ცხოვრება გახდა და ამ ორ დღეში უამრავ კითხვას გაეცა პასუხი… შენთან ერთად ძალიან ბევრ რამეს მივხვდი და ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ დაძლიე ფსიქიკური პრობლემები და მარტოსული აღარ ხარ. სემისა და პატრიკის მსგავსი მეგობრების ყოლა ხომ ათას ადამიანთან მეგობრობას სჯობს… მეტი
ბოლო კომენტარები