ასტრიდ ლინდგრენი ჩემი (და უამრავი მკითხველის) ბავშვობის სიყვარული რომაა, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ისიც გეცოდინებათ, რომ საბავშვო წიგნების გადაკითხვა ან პირველად წაკითხვა სულაც არ არის უსიამოვნო პროცესი – პირიქით, ფრიად სახალისო გახლავთ. ამჯერად სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომლებიც ამ გადასახედიდან არც თუ ისე სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც ზოგადად ასტრიდის ნაწარმოებებს სჩვევიათ ხოლმე და “გადასამოწმებლად” “გზას გავუდექი”.
“ძმები ლომგულები” ორი ძმის – ჯონათანისა და სკორპას ამბავია, მე თუ მკითხავთ, არც თუ საბავშვო ამბავი. ჯონათანმა პატარა ძმის დასამშვიდებლად, რომელიც უკურნებელი სენით იყო ავად, იმქვეყნიური ბედნიერი სამყარო – ნანგიალა – მოიგონა, მაგრამ თავად უფრო ადრე გაემგზავრა იქ. მალე მას უმცროსი ძმაც შეუერთდა და ძმებმა ლომგულებმა ერთად გაილაშქრეს ბოროტების წინააღმდეგ… ბავშვობაში ამ ყველაფრის აღქმა ცოტა გამიჭირდა (ანდერსენის ზღაპრებისა არ იყოს), მაგრამ დღეს უკვე ზრდასრულ ასაკში გადაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ასტრიდის წიგნებს შორის). ბავშვს ასტრიდზე უკეთ ვერავინ ასწავლის ძმის (ან დის) სიყვარულს, მეგობრობას, ვერავინ ასწავლის, რომ ძმები ლომგულების მსგავსი კეთილი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ნანგიალაში (ან ნანგიმილში) ხვდებიან – იქ, სადაც ყველა ოცნებას აისრულებენ… მეტი
ბოლო კომენტარები