11 მაისი 2019
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა
ტეგები:დასავლეთის ფრონტი უცვლელია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პალიტრა L, რემარკი, სამი მეგობარი, ჰიტლერი
“ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.” – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… იმ ომის შემდეგ, რომელიც წიგნების დაწვით დაიწყო და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა… დღეს გერმანია სულ სხვანაირი ქვეყანაა, რადგან აღიარა მომხდარი, ხაზი გადაუსვა ორ მსოფლიო ომს და გააგრძელა ცხოვრება, თუმცა საზოგადოების (ძირითადად მაშინდელ საბჭოელთა) ნაწილში ფეხი მოიკიდა აგრესიამ გერმანელთა მიმართ… მაგრამ რატომ არავინ იფიქრა მათზე – უბრალო გერმანელებზე? სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილ ახალგაზრდებზე, ბრძოლის ველზე სისხლისგან დაცლილ ან სამუდამოდ დაინვალიდებულ სიცოცხლით სავსე მამაკაცებზე, მათზე, ვისაც ისეთი სიყვარული შეუძლია, როგორიც
პატი ჰოლმანსა და რობერტ ლოკამპს, ისეთი მეგობრობა – როგორიც გოტფრიდ ლენცსა და ოტო კესტერს… მათაც ხომ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია – სიკვდილი ან სიცოცხლე, რომელსაც ომის აჩრდილი სდევს თან… მაგრამ მათ შეძლეს ჭაობიდან ამოსვლა… და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარსული გავიაზროთ? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყუმბარამ არ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით შეიძლება იმის მიღწევა, რომ აღარავინ დახუჭოს თვალები სამუდამოდ მაშინ, როდესაც “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, არავინ ხვდებოდეს განთიადს მეგობრისა და საყვარელი ადამიანის გარეშე… მეტი
23 ნოე 2015
by Kejeradze
in ამერიკული, ლიტერატურა
ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, მერილ სტრიპი, სოფის არჩევანი, უილიამ სტაირონი
“კითხვა: მითხარი, სად იყო აუშვიცში ღმერთი?
და პასუხი: სად იყო ადამიანი?”

სოფი… ამ სახელმა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა… რატომ? გადაშალეთ უილიამ სტაირონის წიგნი და თქვენც ზუსტად ასეთი გრძნობა გაგიჩნდებათ… ამბავი ქალისა, რომელმაც საბედისწერო არჩევანი გააკეთა, არასდროს დაგავიწყდებათ… განსჯით მას თუ გაამართლებთ? არ ვიცი, თქვენ როგორ გადაწყვეტთ, მაგრამ მე კითხვის პროცესში წინააღმდეგობრივი ემოციები დამეუფლა და საბოლოოდ ერთი კითხვა დამრჩა – და მე როგორ მოვიქცეოდი სოფის ადგილას რომ ვყოფილიყავი? თქვენც ასე უნდა იფიქროთ (განსაკუთრებით ქალებმა) და ცალსახად ვერ გაიმეტებთ მას ტალახისთვის… იქნებ ვერც თანაუგრძნოთ…
მეტი
09 ნოე 2015
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ბერნჰარდ შლინკი, გიორგი ეკიზაშვილი, დორა ბრუდერი, ზებრა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია მირიანაშვილი, მეორე მსოფლიო ომი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პატრიკ მოდიანო, რეიფ ფაინსი, სამხედრო მფრინავი, ქეით უინსლეტი, წამკითხველი

გახსოვთ, ორიოდე წლის წინ სტალინის მსხვერპლთა შესახებ რომ გიამბობდით? არც მეორე დიდი დიქტატორის – ჰიტლერის – შესახებ ვსაუბრობთ იშვიათად (შეძლებისდაგვარად ყურადღებას მესამესაც ვაქცევთ. ისიც დანარჩენებივით მსოფლიოს მმართველობაზე აცხადებს პრეტენზიას), თუმცა მგონია, რომ ისტორიისთვის თვალის გადავლება არასდროსაა ზედმეტი. ახლაც ნაცისტური რეჟიმის სამ “ლიტერატურულ” მსხვერპლზე მინდა მოგითხროთ. მეტი
06 ნოე 2015
by Kejeradze
in ამერიკული, ლიტერატურა
ტეგები:გია ბერაძე, იგავი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პალიტრა L, პირველი მსოფლიო ომი, უილიამ ფოლკნერი, ხაფანგი-22, ჯოზეფ ჰელერი
უილიამ ფოლკნერი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… როგორც წესი, მას ან ფავორიტთა შორის ასახელებენ (ზოგჯერ გულწრფელად, ზოგჯერ კი “ინტელექტუალური” მიზეზებით), ან პირველი ცდის შემდეგ სამუდამოდ შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, მე მას უკვე მეხუთედ შევხვდი (მომავალში კიდევ ვგეგმავ). ამჯერად ის იგავს გვიამბობს… იგავს ომზე, რომელში მონაწილეობაც არ სურთ (გახსოვთ ეს ძალიან კარგი ფილმი?). ის აღწერს ერთ კვირას, რომელიც ბოლო დღეს მოსახდენი ტრაგედიის დიდი მოლოდინია… მოლოდინი ჯვარცმისა და ბოროტების (დროებითი) გამარჯვებისა… გითხრათ რაიმე ბიბლიური ალუზიების შესახებ? ალბათ არ ღირს. წიგნში ყველაფერი ისედაც ნათელია… მეტი
02 ნოე 2015
by Kejeradze
in გერმანული, ლიტერატურა
ტეგები:დაბრუნება, თამარ ჯანელიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პალიტრა L, პირველი მსოფლიო ომი, რემარკი, სიცოცხლის ნაპერწკალი, ჩემი რჩეული მსოფლიო
საბჭოთა რეალობაზე ძალიან ხშირად გიყვებით, მეორე მსოფლიო ომის მრავალმხრივ სახეზეც… სულ ცოტა ხნის წინ კი ამ მრავალწლიანი ტრაგედიის შესახებ ასტრიდ ლინდგრენის აზრი ამოვიკითხე, რომელიც გერმანელებს, აფასებს და მათ შორის სამართლიან ადამიანებს ხედავს. ეს მართლაც ასეა. ნაცისტურ გერმანიაშიც ცხოვრობდნენ გმირები, რომლებმაც ბრძოლის ველზე ან საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ… ან სულაც გადარჩნენ და ახალი გერმანიის შენება დაიწყეს… ახლა სწორედ მათზე მინდა გიამბოთ… კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ გერმანული ტრაგედია… მეტი
30 ოქტ 2015
by Kejeradze
in ბელორუსული, ლიტერატურა
ტეგები:თამარ კოტრიკაძე, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ომს არ აქვს ქალის სახე, სვეტლანა ალექსიევიჩი, უკანასკნელი მოწმეები
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გერმანელებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გმირები და უბრალოდ კარგი ადამიანები ორივე მხარეს იბრძოდნენ. ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ… რატომ? ახლავე გიამბობთ…
ახლა 21-ე საუკუნეა. ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა და მონაწილეთა წასვლასთან ერთად ეს დიდი ტრაგედია ნელ-ნელა ხუნდება (ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ პირველი მსოფლიო ომი იშვიათადღა ახსენდება ვინმეს). ქალებსაც ჩვენი ქალური საზრუნავი გვაქვს და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ჩვენი სქესის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ… ჩვენ ხომ სუსტ სქესს გვეძახიან და ამბობენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ვზრუნავთ… არადა, მაშინ (ერთეულები დღესაც არიან) არსებობდნენ ქალები, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ ჯარისკაცებს და მათსავით დამცავი ფერის სამოსში ჩაცმულნი საკუთარი ზურგით მიათრევდნენ მტერსა თუ მოყვარეს. ისინი ასრულებდნენ “მამაკაცურ სამუშაოს”, თმობდნენ ქმარ-შვილს და მიდიოდნენ სამშობლოს გადასარჩენად… მეტი
26 ოქტ 2015
by Kejeradze
in ავსტრალიური, ლიტერატურა
ტეგები:კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარკუს ზუზაკი, მეორე მსოფლიო ომი, ნათია ჩუბინიძე, პალიტრა L, წიგნის ქურდი, liberteens
დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი რამ იცით – წიგნებიდან, ფილმებიდან თუ თვითმხილველთა ნაამბობიდან. თუმცა საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სამამულო ომი ცალმხრივად შუქდებოდა და “წითლებს” ანგელოზებად წარმოაჩენდნენ, გერმანელებს კი – პირსისხლიან ფაშისტებად. დიახ, ბევრი საბჭოთა მებრძოლი მართლაც იყო გმირი, ბევრი ნაცისტური არმიის წარმომადგენელი – მანიაკალური იდეებით აღსავსე, მაგრამ ხშირად პირიქითაც. ორივე მხარეს ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. მეტი
02 ოქტ 2015
by Kejeradze
in ლიტერატურა, ფრანგული
ტეგები:დევიდ ლინი, დიოგენე, კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პიერ ბული, ხიდი მდინარე კვაიზე
იცნობთ დევიდ ლინსა და პიერ ბულს? სავარაუდოდ, დიახ, რადგან პირველი ძალიან ცნობილი ფილმების (“ლოურენს არაბი”, ექიმი ჟივაგო”, “დიდი იმედები”, “ოლივერ ტვისტი” და ა.შ.) რეჟისორია (ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი), მეორე კი – “მაიმუნების პლანეტის” ავტორი. ამ ორი ადამიანის ტანდემმა კი შექმნა მართლაც დიდებული და სათანადოდ დაფასებული ფილმი “ხიდი მდინარე კვაიზე”.
ახლა წიგნზე მინდა გიამბოთ, თუმცა მაინც სულ
ფილმზე ვფიქრობ… უცნაურია, მაგრამ ამ ისტორიის წარმოდგენისთანავე თვალწინ სწორედ გრძელი ეკრანიზაცია მიდგება და არა პატარა წიგნი. ალბათ ეს დევიდ ლინისა და მის მიერ იდეალურად შერჩეული მსახიობების დამსახურებაა, ან ის, რომ პირველწყარომდე ფილმს გადავეყარე… თუმცა არც პიერ ბულია ურიგო მწერალი… ამიტომ მიჭირს გრძნობებში გარკვევა. ვერაფრით ვხვდები, რატომ მომეჩვენა, რომ ეკრანზე ბევრად უფრო კარგად არის გაშლილი ინგლისელი ტყვეებისა და იაპონელი ზედამხედველების ურთიერთობა, ინგლისელი პოლკოვნიკის “ბრძოლა ღირსებისთვის” და ორი ურთიერთგამომრიცხავი მისია – მდინარე კვაიზე ხიდის აშენება და მისი განადგურება… წიგნი თითქოს მშრალი სცენარია, რომელიც მხოლოდ ფილმისთვის შეიქმნა…
P.S. ჯერჯერობით წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა მალე “დიოგენე” შემოგვთავაზებს. მანამდე შეგიძლიათ უცხო ენებზე მოიძიოთ, შემდეგ ეკრანიზაცია ნახოთ და შეამოწმოთ, მართალი ვარ თჲ ვცდები 🙂
28 სექ 2015
by Kejeradze
in ირლანდიური, ლიტერატურა
ტეგები:ბიჭი ზოლიან პიჟამაში, კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, ნინო ნეკერიშვილი, წიგნები ბათუმში, ჯონ ბოინი
წიგნზე ან ფილმზე გიტირიათ – განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც ძალიან მარტივი სიუჟეტით გამოირჩევა? შეიძლება არა და იქნებ არც ჯონ ბოინის წიგნსა და მის ეკრანიზაციაზე იტიროთ, მაგრამ ძლიერ ემოციას კი ვერსად გაექცევით. ალბათ იკითხავთ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისეთი რა უნდა წავიკითხოთ, რაც აქამდე არსად გვინახავსო… მერწმუნეთ, პატარა ბრუნოს ისტორია (მიუხედავად სიმარტივისა და ბევრი უზუსტობისა) უნიკალურია… მეტი
18 სექ 2015
by Kejeradze
in ამერიკული, ლიტერატურა
ტეგები:ეკატერინე სუმბათაშვილი, კაცი მაღალ კოშკში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ფაშიზმი, ფილიპ დიკი, ფილიპ როთი, შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ, წიგნები ბათუმში
ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…
პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… მეტი
Previous Older Entries
ბოლო კომენტარები