მეორე მხარე

“მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე”

გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ძალიან სახალისო წიგნზე – “ბებია, რეი და ამერიკა” – რომ ვისაუბრეთ (მე თუ მკითხავთ, მარტო ბებია ღირდა ერთ წიგნად)? ახლა კი მარი ბექაურის მეორე და სრულიად განსხვავებულ რომანზე მინდა გიამბოთ.

გოგონა ფსიქოლოგთან დადის და ყოველ სეანსზე, ყოველ ღამე, ყოველ წამს თავიდან ჩადის ექვს საფეხურს სარდაფისკენ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… ის ექვსჯერ იგონებს ამბავს, ექვსჯერ შედის ექვსი მწერლის წიგნში (კორტასარი, ფოლკნერი, გრასი, კუნდერა, ოსტერი, კრისტოფი) და ექვსჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ის ექვსჯერ აღადგენს საკუთარი გაუპატიურების სცენას და ყვება ამბებს მეორე მხრიდან, მხრიდან, რომელიც მკვდარია… ის ისევე “ცხოვრობს მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც საკუთარ ამბავში” და ბოლოს ზღვარიც კი ეშლება… ვეღარ გაიგებთ ვინ არის ის – პერსონაჟი “კლასობანადან”, “აგვისტოს ნათელიდან”, “კიბორჩხალას ნაბიჯით”-დან, “შეუცნობელიდან”, “ნიუ-იორკული ტრილოგიიდან” თუ “ტრილოგიიდან”. ის ამ წიგნების არც ერთ გმირს ჰგავს და ამავე დროს ყველაა… წიგნის გმირები ხომ დამოუკიდებლად ცხოვრობენ ხოლმე და გოგონაც წიგნის გმირია – ნამდვილი და გამოგონილი ერთდროულად…
More

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n More