Alabama Song

იცნობთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს? მაშინ ზელდას შესახებაც გსმენიათ. ფართო მასებისთვის ის ცნობილი მწერლის მეორე ნახევარია, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო რეალურად ზელდა სეირი. მეტი

დღის ლამაზმანი

გაიცანით – ეს სევერინია! გგონიათ, რომ ის ღირსეული ექიმის ერთგული ცოლია? დიახ, ეს ასეც იყო, სანამ უეცრად ეს პატიოსანი ქალი ჩვეულებრივ მეძავად არ გადაიქცა! გიკვირთ? არა, არაფერია საოცარი. შეიძლება თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ამ პროფესიას ქალები მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში მიმართავენ და ასეთ დროს მათ ვერც გავამტყუნებთ (განა ყველას არ აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი?), მაგრამ თურმე გამონაკლისებიც არსებობს. თურმე შეიძლება, რომ ქალმა, რომელსაც არაფერი აკლია – გვერდით ჰყავს საყვარელი მამაკაცი და ფინანსურად უზრუნველყოფილია, ორმაგი ცხოვრება დაიწყოს – დღის პირველ ნახევარში დღის ლამაზმანის სახელით უცნობ მამაკაცებთან გაიყოს სარეცელი, ღამით კი – მეუღლესთან… რა ამოძრავებს მას? არ ვიცი, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია… იმდენად გაუგებარი (არა ინტელექტუალურ, არამედ “შინაგან” დონეზე, რაც ბევრად უფრო რთულია), რომ ჟოზეფ კესელმაც კი ვერ შეძლო ჩემთვის სევერინის ფსიქიკის “საიდუმლოს ამოხსნა”… მეტი

სკოლის სევდა

10990014_789366174481318_2476804818432685362_nსიტყვა “ოროსანი” ჩვენს ენაში (სხვაგანაც) ცალსახად უარყოფითი მნიშვნელობისაა. “სკოლის სევდა” სწორედ “ოროსანმა” დანიელ პენაკმა დაწერა, რომელიც, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, დღეს როგორც მინიმუმ შეუმდგარი ასაკოვანი ფრანგი უნდა იყოს. რეალობა სულ სხვანაირია – ის მსოფლიოში ცნობილი მწერალი და წარმატებული მასწავლებელია – ნამდვილი მასწავლებელი.

ნამდვილი მასწავლებელის ხსენებისას ალბათ პირველ რიგში “მკვდარი პოეტების საზოგადოება” გაგახსენდებათ (და არავითარ შემთხვევაში საკუთარი მასწავლებლები), მაგრამ რობინ უილიამსის მიერ დიდებულად განსახიერებული პედაგოგი უფრო ოცნებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ადამიანს. პროფესორი კიტინგი არასდროს შემოაბიჯებს თქვენი შვილების ან თქვენს კლასში. დანიელ პენაკი კი არსებობს. მან უამრავი ოროსანი მოსწავლის ცხოვრება შეცვალა და მრავალი შეშფოთებულ-განერვიულებული მშობელი “დააწყნარა”. მისი გაკვეთილები სამხედრო პოლკს კი არა, სიმფონიურ ორკესტრს ჰგავს, რომელშიც ყველა ვიოლინოს თავისი განუმეორებელი ადგილი აქვს. სკოლის მოსწავლეები დამნაშავეები არ არიან და არც მასწავლებელია ზედამხედველი. ის მათში ხედავს ადამიანებს მომავლით (მიუხედავად იმისა, თუ როგორ სწავლობენ) და პირდაპირ ეუბნება მათ, რომ ეს მომავალი მხოლოდ მათ არჩევანზეა დამოკიდებული. მეტი

რომენ გარის თეთრი ძაღლი

1968 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები… მემფისში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ამ მოვლენამ ისედაც დაპირისპირებული შავკანიანები და თეთრკანიანები კიდევ უფრო გადაამტერა. ამერიკა არეულობამ, აჯანყებებმა, პროტესტმა და ძალადობამ მოიცვა… ამ ფონზე რომენ გარის ცხოვრებაში ძაღლი გამოჩნდა… ძაღლი, რომელიც შავკანიანებზე დაგეშეს… ძაღლი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, გარდა შიშისა. მწერალმა ძაღლის ხელახლა გაწვრთნა მოინდომა… მაგრამ შესაძლებელია ცნობიერების შეცვლა? ძაღლის მზერა ხომ ნამდვილი ადამიანის მზერაა… მეტი