აბერკრომბის პირველი კანონი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯო აბერკრომბის სამყაროში! ზოგი მას ჯორჯ მარტინს ამსგავსებს, ზოგი – ტოლკინს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს განუმეორებელი სამყაროა და თუ მის კარს შეაღებთ, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის უნდა მოემზადოთ. აბა, თავად განსაჯეთ, როგორი საზოგადოებაა – ჩრდილოელი მეომარი ლოგენ ცხრათითა ზედმეტსახელად “ცხრა სიკვდილი” (ეს სახელი ალბათ უკვე ბევრზე მეტყველებს); წამების მსხვერპლი მიმზიდველი ახალგაზრდა მოფარიკავე და მებრძოლი, ახლა კი თავად ინვალიდ ინკვიზიტორად ქცეული გლოკტა; თავმომწონე ოფიცერი ჯეზალი, რომელიც მთელს დღეებს ბანქოს თამაშსა და ტურნირისთვის მზადებაში ატარებს; შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაქცეული მონა ქალი ფერო; მამაცი ოფიცერი კოლემი, რომელიც დაწინაურებაზე ვერც კი ოცნებობს, რადგან “დაბალ ფენას” წარმოადგენს; ჯადოქართა შორის უპირველესი, თუმცა კი ფრიად საეჭვო ბაიაზი და სხვები… შეიძლება მათ გვერდით მოიწყინოთ? რა თქმა უნდა, არა. რა მოგაწყენთ, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა გზით იბრძვიან კავშირის მიწაზე გაჩაღებულ ომში, რომელიც ხან ღია სისხლისღვრაა, ხან კი “კულისებს მიღმა” გადაინაცვლებს… ჩვენც მივყვებით მათ აბერკრომბის მიწებზე და ვცდილობთ არ დავარღვიოთ პირველი კანონი – არ გადავლახოთ საზღვარი ორ სამყაროს შორის, მაგრამ გამოგვივა კი ეს? ჩვენ ხომ მკითხველები ვართ, ანუ – ცნობისმოყვარე მოგზაურები და ყველა ჭუჭრუტანაში უნდა შევიხედოთ… აუცილეებლად უნდა გავიგოთ, როგორ დასრულდება ბრძოლა მშვიდობისთვის… More